in

JYSK საქართველოში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

2016 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში JYSK-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. ეს არის სკანდინავიური ბრენდი, რომლის ისტორიაც 1979 წელს დანიაში დაიწყო, ხოლო დღეს სახლისა და ინტერიერის მიმართულებით საერთაშორისო ქსელს აერთიანებს.

ათი წელი მნიშვნელოვანი თარიღია და სწორედ მასთან დაკავშირებით, JYSK-მა მრავალფეროვანი შეთავაზებები მოამზადა. კერძოდ, 2 ოქტომბრიდან, სრულ ასორტიმენტზე 30-70%-ამდე ფასდაკლებები იმოქმედებს, მათ შორის, 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება საბნებზე, ბალიშებსა და მატრასებზე, 60%-იანი – საზაფხულო კოლექციაზე, ავეჯის სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლება დახვდებათ, ხოლო 60-70%-ს მიაღწევს ფასდაკლება შერჩეულ კოლექციებზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ JYSK-ის საიუბილეო დღეები კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც სახლისთვის ახალი ავეჯის, საძინებლის ნივთების ან ინტერიერის დეკორაციების შეძენას გეგმავს. შეთავაზება ხელმისაწვდომი იქნება როგორც JYSK-ის ფიზიკურ მაღაზიებში, რომლებიც საქართველოში 8 ფილიალითაა წარმოდგენილი, ისე ონლაინ, JYSK.ge-ზე. ეს კი დისტანციური შოპინგის მოყვარულებისთვის დამატებითი უპირატესობაა.

თუმცა ამ ცნობილი ბრენდის დაბადების დღე საქართველოში მხოლოდ შეთავაზებებით არ შემოიფარგლება, ის სპეციალური ღონისძიებითაც აღინიშნება – 3 ოქტომბერს, 14:00-დან 16:00 საათამდე, JYSK-ის დიღმის ფილიალში, აღმაშენებლის ხეივნის 10-ში, მომხმარებლებს გასართობი აქტივობები დახვდებათ.

ასეთია ზრდაზე, განვითარებასა და მომხმარებელთან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული 10 წელი JYSK-თან ერთად, რომელიც ქმნის სკანდინავიურ ხარისხს საქართველოში და, ამასთან, მუდმივად ახალ-ახალ შეთავაზებებს ამზადებს.

JYSK გვპირდება, რომ აქტიურად გააგრძელებს განვითარებას და სამომავლოდ საქართველოს მასშტაბით ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს, რათა მრავალფეროვანი ასორტიმენტი და შეთავაზებები კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მისწვდეს.

[R]

იაპონური ესთეტიკა და სკანდინავიური სიმყუდროვე – 800მ² რეზიდენცია კიკეთში