in

nobilia – გერმანული სამზარეულო ხელმისაწვდომი ფასითა და სწრაფი მიწოდების მომსახურებით – “ელიტის” ახალი შეთავაზება

თანამედროვე სახლის მოწყობაში სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა. ეს არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც კერძები მზადდება. ეს არის სივრცე ყოველდღიური გამოყენებისთვის და სწორედ ამიტომ უნდა იყოს გამძლე, მარტივად მოსახმარი და ფუნქციური. ამ მოთხოვნებს პასუხობს გერმანული ბრენდი „nobilia”, რომელიც აერთიანებს მტკიცე კონსტრუქციას, თანამედროვე დიზაინს და სწორ დაგეგმარებას.

„nobilia”-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში კომპანია „ელიტი“ გახლავთ, რომელიც რეალურ შესაძლებლობას გთავაზობთ, მიიღოთ გერმანული ხარისხის სამზარეულო ხელმისაწვდომ ფასად. შეთავაზების განსაკუთრებული პირობაა ის, რომ სამზარეულოს ტრანსპორტირება და მონტაჟი მხოლოდ 10 დღეშია შესაძლებელი. მხოლოდ 5 500 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ სამზარეულოს ავეჯი, რომელიც გამოირჩევა გამძლეობითა და თანამედროვე ვიზუალით. ეს გახლავთ შეთავაზება, რომელიც აერთიანებს ფასს, ხარისხსა და დიზაინს.

„nobilia” არის ბრენდი, რომელიც სამზარეულოს, სამრეცხაოსა და სხვადასხვა ფუნქციურ ავეჯს აწარმოებს გერმანიაში, აქვს „Golden Aim” სერტიფიკატი და ზედმიწევნით იცავს ხარისხის სტანდარტებს. თითოეული დეტალი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალებისგან, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

„nobilia”-ს სამზარეულოები აღჭურვილია პრემიუმ კლასის Blum / Hettich აქსესუარებით და ზედაპირები სპეციალურად არის დაპროექტებული ისე, რომ იყოს პრაქტიკული, მარტივად მოსავლელი და დაზიანების მიმართ მდგრადი. ნობილია აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე, არამედ ფუნქციონალურ დეტალებზეც – სათავსოების კომპაქტურობაზე და სამუშაო ზონის მაქსიმალურ ეფექტურობაზე.

„ელიტი“-ს შოურუმებში მოსულ მომხმარებელს ადგილზე დახვდებიან პროფესიონალი დიზაინერები, რომლებიც მათ სურვილებსა და მოთხოვნებზე დაყრდნობით ქმნიან სამზარეულოს დიზაინს. აქვე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, აარჩიოს მისთვის სასურველი სამზარეულოს ფერი, მასალა და მექანიზმები.

„nobilia”-ს ქარხანაში წარმოებული ავეჯი იტესტება მათსავე ლაბორატორიაში, სამზარეულოს ყველა დეტალი იწყობა გერმანიაში და მას გააჩნია 10 წლიანი გარანტია.

„nobilia”-ს სამზარეულოების შეკვეთა შესაძლებელია „ელიტი“-ს თბილისის – ქავთარაძის N1 და ბათუმის – გორგილაძის N94 ფილიალებში.

[R]

პარიზული ესთეტიკა და მასალების პარადოქსული კომბინაცია – არქიტექტორ სოფი დრიისის ბინა

ეკლესიის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა – Brooks + Scarpa-ს პროექტი