in

10 ადგილი თბილისში, სადაც ჰელოუინისთვის აქსესუარებს შეიძენთ

ჰელოუინის დღესასწაული მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღისთვის უკვე საქართველოშიც საგანგებოდ ემზადებიან და სახლს სადღესასწაულოდ რთავენ. მრავალფეროვანი და საინტერესო დეკორაციები მაცხოვრებლებს ამაღლებულ განწყობას უქმნის და პატარებს განსაკუთრებით ახარებს მათ. დღევანდელ სტატიაში იმ ადგილებს დაგისახელებთ, სადაც ჰელოუინისთვის სადღესასწაულო აქსესუარებსა და ნივთების შეძენას შეძლებთ.

1. სუპერი

ჰელოუინის საზეიმო განწყობას სპეციალური დეკორაცია — გოგრა, ჯადოქრების, ჩონჩხების, ღამურების, ობობების აქსესუარები, სხვადასხვა ფორმისა და პერსონაჟის ნიღბები ქმნის. ყოველივე ეს ინტერიერს გამორჩეულ მიმზიდველობას ანიჭებს და მხიარულებას მატებს. საინტერესო აქსესუარების შეძენას კი „სუპერის“ შოურუმში შეძლებთ.

2. VELI.store

VELI.store“-ი მრავალფეროვან პროდუქციასთან ერთად, ჰელოუინისთვის მიმზიდველ დეკორაციასა და ფორმებს გთავაზობთ, რომლებსაც სახლიდან გაუსვლელად, ძალიან სწრაფად მიიღებთ. ეს კი სადღესასწაულო სამზადისს გაგიმარტივებთ და ამ პროცესს უფრო კომფორტულს გახდის.

3. ბიბლუსი

ბიბლუსი“ კიდევ ერთი ადგილია, რომელიც სადღესასწაულო დიზაინობიექტებით, აქსესუარებითა და საინტერესო ნივთებით გამოირჩევა. სახალისო და მიმზიდველი მოდელები თქვენს სახლში ნამდვილად შექმნის ჰელოუინის განწყობას და ჯადოსნურ გარემოს.

4. კურა-კურა

კურა-კურაში“ ყველა ის ნივთი დაგხვდებათ, რომელიც ჰელოუინისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ — სათამაშოები, ფორმები, დეკორატიული ნივთები. თითოეული მოდელი სადღესასწაულო ხასიათს აგიმაღლებთ და საზეიმოდ განგაწყობთ.

5. Yoyoso  

Yoyoso“-ს შოურუმი ჯადოსნური დღესასწაულის მოწყობაში დაგეხმარებათ და როგორც თქვენ, ისე თქვენს შვილებს დაუვიწყარ ემოციებსა და მომენტებს შეგიქმნით

6. მაღაზია „ზაერი”

საშემოდგომო ინტერიერს ჰელოუინი განსაკუთრებით უხდება და საოცარ ბრწყინვალებას მატებს. მაღაზია „ზაერი“ კიდევ ერთი საინტერესო სივრცეა, რომელიც აქსესუარებისა და დეკორატიული ნივთების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, რათა ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადოთ

7. MyDay 

თქვენი შვილებისთვის დაუვიწყარი დღესასწაულის მოსაწყობად „MyDay“-ის პროდუქციაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ და პატარების საზეიმო განწყობა და სიხარული გაიზიაროთ. სასურველი პროდუქტი კი განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

8. გორგია   

გორგიაში“ მომხმარებლებს მრავალფეროვანი პროდუქციის შერჩევა შეუძლია, უამრავ საჭირო ნივთთან ერთად კი შოურუმში ჰელოუინის აქსესუარები და სათამაშოებიც დაგხვდებათ.

9. Film House

ჰელოუინის საინტერესო და მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ “Film House“-შიც, რომელიც დაგეხმარებათ საყვარელი პერსონაჟების გაცოცხლებაში და ამ დღის სასიამოვნოდ გატარებაში.

10. Andely

სადღესასწაულო სამზადისის დროს გირჩევთ “Andely”-ის აქსესუარების მონახულებასაც, რომელიც მრავალფეროვანი, მიმზიდველი დეკორატიული ელემენტებითა და ფორმებით გამოირჩევა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტრადიციული სახლი ლოს-ანჯელესში, რომელიც წყვილმა თანამედროვე აპარტამენტად აქცია

11 ოქტომბერს „არქიტექტურული პრემია 2023“-ის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა