in

Home by Dressup.ge ღონისძიება „home & Business“-ის პარტნიორია

12 დეკემბერს ონლაინ ჟურნალი homeis.ge სასტუმრო „ტელეგრაფში” მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს. ფორუმი, სახელწოდებით „სახლი და ბიზნესი“  ერთ სივრცეში მოუყრის თავს არქიტექტურისინტერიერის დიზაინისუძრავი ქონებისსამშენებლოსარემონტოავეჯისა და სხვა მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს.

უკვე ხუთი წელია, homeis.ge არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით სანდო მედიაპლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ასიათასობით მკითხველს ინდუსტრიის სიახლეებსა და პროფესიონალების რჩევებს უზიარებს. ბოლო რამდენიმე წელია, ღონისძიება რეალურ გარემოში აერთიანებს ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებსაც Homeis.ge აძლევს საშუალებას, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ხედვები, ცოდნა და გამოცდილება. ამას გარდა, ეს არის პლატფორმა საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის, რომლის ფარგლებში კომპანიებსა და ინდივიდუალურ პროფესიონალებს ეძლევათ შანსი, ჩამოაყალიბონ ახალი ურთიერთობები და თანამშრომლობის მოდელები.

აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიება განახლებული ფორმატით ჩატარდება. გარდა ტრადიციული არქიტექტურული ნაწილისა, მიმდინარე სეზონზე ღონისძიებას ემატება ახალი, სტრატეგიული მიმართულება — უძრავი ქონება, რაც პროგრამას კიდევ უფრო მრავალმხრივსა და მნიშვნელოვანს ხდის. მოწვეული გამომსვლელები განიხილავენ საბაზრო ტენდენციებს, განვითარების მოდელებსა და თანამედროვე პრაქტიკებს ამ მიმართულებითაც.

ღონისძიების პარტნიორია home by dressup.ge. მხარდაჭერაზე ბრენდის წარმომადგენლები გვესაუბრებიან.

თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს „Home & Business” ღონისძიებას არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში?

„Home & Business“ დღეს საქართველოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება ფართო აუდიტორიასთან. ეს პლატფორმა ქმნის პროფესიონალებს შორის ურთიერთობისა და კავშირის გაღრმავების შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს სფეროს დინამიურ განვითარებას. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესებისთვის, ისე დიზაინის და არქიტექტურის პროფესიონალებისთვის.

მოტივაცია, ახალი იდეები და ბაზრის განვითარება ნებისმიერი სფეროს წინსვლის მთავარი წინაპირობაა, ხოლო „Home & Business“ ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

რატომაა Dressup Home-ისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

ღონისძიება ერთიან სივრცეში უყრის თავს არქიტექტორებს, დიზაინერებსა და სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას, რომლებიც ხშირად ტენდენციებს ქმნიან და გავლენას ახდენენ ინტერიერის დიზაინის განვითარებაზე. Dressup.ge-ზე სახლის კატეგორიის დამატებასთან ერთად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახდა დამსწრე აუდიტორიასთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გაგება, უკუკავშირის მიღება და ბრენდის გაცნობა. „Home & Business“ ამ შემთხვევაში ეფექტურ როლს ასრულებს ჩვენი ბრენდის განვითარების გზაზე.


ღონისძიების მონაწილეთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ლუკა ჩაგანავა (NS Studio), ფიქრია ჭეიშვილი (IPS), ნინო ჩხარტიშვილი (არქიტექტორი), ბექა ფხაკაძე (STIPFOLD), მარიამ ჩიკვილაძე (Home by Dressup.ge), ლევან ლაბარტყავა (უძრავი ქონების ექსპერტი), ირინა კვახაძე (TBC კაპიტალი) და დავით ბარაბაძე (უძრავი ქონებისა და საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი).

ამას გარდა, წლევანდელ ღონისძიებას საერთაშორისო მასშტაბს სძენს საგანგებოდ მოწვეული უცხოელი გამომსვლელი – არქიტექტორი ნიკოლა გიშარი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ სტუდიას მსოფლიოს არქიტექტურულ სამყაროში – Kengo Kuma & Associates.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ბილეთების კორპორატიულად შეძენის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ homeis.ge-ს კომერციულ სამსახურს და ინვოისის მისაღებად გადაგზავნონ საჭირო ინფორმაცია (შპს-ს რეკვიზიტები და ბილეთების სასურველი რაოდენობა) შემდეგ მისამართზე: sales@marketer.ge

ღონისძიების პარტნიორები:

TON designm2Home by DressupTBC CapitalMosaicsSilk DevelopmentBuildyსაოფისე ტექნოლოგიები (Office Technologies)SignallარქიRender GroupLutecia, Atelier Rebul, IPS • აიპიეს, Atlas Concorde, Aura Concept • აურა კონცეპტი.

სწორად შერჩეული დიზაინის როლი ადამიანის ემოციური კომფორტისთვის – ინტერვიუ ნინო ჩხარტიშვილთან