in

NS Studio-ს “მზიურის ხიდი” ICONIC award 2021: Innovative architecture-ის გამარჯვებულია

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ NS Studio-ს პროექტი “მზიურის ხიდი” საერთაშორისო კონკურსის “ICONIC award 2021: Innovative architecture”-ის გამარჯვებულია. ესაა კონკურსი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აფასებს საუკეთესო პროექტებს შემდეგ სფეროებში: არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, პროდუქტის დიზაინი და ბრენდის კომუნიკაცია.

“კატასტროფა, რომელიც მოხდა ამ პროექტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13 ივნისს, გახდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარუშლელი ნაწილი. ჩვენი პროექტით, გვინდოდა შეგვექმნა არა მხოლოდ ფუნქციური ხიდი, არამედ სიმბოლოც; ამისათვის ჩვენ გამოვიყენეთ ზოოპარკის გალიების მრუდე ფორმა, როგორც სამშენებლო კონცეფცია და გადავაქციეთ იგი მთავარ სვეტად. ჩვენი მიზანი იყო, კონცეპტუალური, ნოსტალგიური, დასამახსოვრებელი და დამახასიათებელი ელემენტის შემუშავება. ჩვენ ვცდილობდით, გაგვეღვიძებინა ერთიანი, შეკრული, პლასტიკური კონსტრუქციის განცდა, რისთვისაც აუცილებელი იყო ყველა შემადგენელი ელემენტის ერთი საერთო ფერის შერწყმა. ამ მიდგომის საშუალებით, ჩვენ შევქმენით კავშირი, რომელიც გაძლევთ განცდას, რომ ეს არის ერთი ამოსუნთქვით დახატული ხაზი,” – აცხადებენ NS Studio-ში.

როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი განსაკუთრებულებს შორის კიდევ უფრო განსაკუთრებულ პროექტებს ირჩევენ. შესაბამისად, “მზიურის ხიდისთვის” ეს საკმაოდ დიდი გამარჯვებაა.

მცირე ზომის ვილა ინდოეთში – tHE gRID Architects-ის ნამუშევარი

როგორ გავხადოთ სახლი ენერგოეფექტური?