in

“იდააფ არქიტექტორები” ტრადიციული საზაფხულო სტაჟირების განსხვავებულ ფორმატს აანონსებს

წელს არქიტექტურული სტუდია “იდააფ არქიტექტორები” საზაფხულო სტაჟირების განსხვავებულ ფორმატს აცხადებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სტუდია იწყებს პროექტ “ალიზი“-ს პირველ ეტაპს, რომლის მიზანია გამოიკვლიოს და თავი მოუყაროს საქართველოში ალიზის დამზადების ისტორიასა და მეთოდებს; შექმნას მისი განახლებული მოდული და იპოვოს თანამედროვე მშენებლობასა და დეკორატიულ დიზაინში გაგრძელების ხაზი.

პროექტის განმავლობაში ჩატარდება რამდენიმე ლექცია დარგის სპეციალისტების მიერ და შედგება ვიზიტი ალიზით ნაშენ ისტორიულ სახლებში.  მონაწილეები ჩაერთვებიან ტრადიციული და ახალი ალიზის შექმნის პრაქტიკულ სამუშაოებშიც. შედეგების პრეზენტაცია კი შედგება გამოფენაზე.

მონაწილეობის პირობები და ვადები:

ვორკშოფში მონაწილეობა შეუძლიათ არქიტექტურისა და დიზაინის, ასევე  გეოლოგია, ბიოლოგია და ქიმიის სფეროებში მოღვაწე სტუდენტებსა და პროფესიონალებს.

შესარჩევ მონაწილეთა რაოდენობა: 4;

ვორკშოფის ხანგრძლივობა: 22 ივნისი – 23 სექტემბერი; (აგვისტოში 2 კვირიანი შესვენება) სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი 11:00 – 16:00

სამუშაოები ჩატარდება ქართულ ენაზე, თუმცა აპლიკანტებისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ ინფორმაცია/რეზუმე და მოკლე წერილი (იმის შესახებ, თუ რატომ სურთ ამ პროექტში მონაწილეობა) შემდეგ მისამართზე: contact@idaafarchitects.com (სათაურის ველში: პროექტი „ალიზი“).

აპლიკაციები მიიღება მიმდინარე წლის 15 ივნისამდე.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ “იდააფ არქიტექტორების” ოფიციალურ ვებ გვერდს.

დიზაინერ პალას კალამოტუსისის ჰარმონიული ბინა დასავლეთ ლონდონში

როგორ დავზოგოთ სახსრები რემონტზე – 5 პრაქტიკული რჩევა