in

როგორ დავზოგოთ სახსრები რემონტზე – 5 პრაქტიკული რჩევა

როგორ დავზოგოთ რემონტზე ისე, რომ საჭიროზე რამდენჯერმე მეტი არ დაგვეხარჯოს? დღეს 5 უმნიშვნელოვანეს პუნქტს გაგაცნობთ, რომლებსაც რემონტის დაწყებამდე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

1. შემსრულებლის შერჩევა

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. იქნება ეს ფიზიკური პირი თუ კომპანია, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მიუდგეთ. საიმედო, გამოცდილი და პასუხისმგებლიანი შემსრულებელი თქვენი რემონტის წარმატებულად დასრულების პირდაპირპროპორციულია.

2. ერთი ძირითადი შემსრულებელი

წარმოიდგინეთ, რომ ერთი კომპანია/პირი ასრულებს ყველაფერს, რაც რემონტს ეხება: დემონტაჟი, გამოცვლა, მიწოდება, მოპირკეთება, საზედამხედველო ორგანოებთან და მეზობლებთან კომუნიკაცია, ნაგვის გატანა და ა.შ. ასეთი კომპანია/პირი პასუხს ყველაფერზე აგებს, თქვენ კი ერთმანეთის გადაბრალებით დაკავებული ხელოსნების სმენა არ გიწევთ. ეს ძალიან კომფორტულია.

3. საშემსრულებლო დოკუმენტაცია

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი არის დოკუმენტი, რომელიც მასალათა გონივრული ხარჯვის, რეალური ბიუჯეტის გათვლის, მაქსიმალური ეკონომიის გაწევის, გადახარჯვისა და გადაკეთების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. მაგალითად, საწოლის გადადგმის სურვილის გამო, არ არის საჭირო ახლად მიკრული შპალერის აძრობა, კიდევ ერთი ჩამრთველის დამატების მიზნით. უმჯობესია ყველაფერი წინასწარ გაითვალოს და დაიგეგმოს. დოკუმენტაციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, თქვენ ამომწურავი ინფორმაცია გექნებათ ელექტრობის, საკანალიზაციო და საკომუნიკაციო მილების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პუნქტების შესახებ.

4. გაწერილი პასუხისმგებლობა

ნებისმიერი შემსრულებელი ყველაფრის დროში „ჩატევას“ გვპირდება, თუმცა ამის შესახებ წერილობით შეთანხმებას თითქმის არავინ ადგენს. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, თქვენ პრეტენზიით ვერავის მიმართავთ. ყურადღება გაამახვილეთ, რომ კონტრაქტში არ იყოს შეტანილი ისეთი გაურკვეველი ფრაზები, როგორიცაა „იგეგმება დაახლოებით ერთ თვეში გაკეთება“. წერილობით შეთანხმებაში ზუსტი თარიღები და არაჯეროვანი შესრულებისთვის საჯარიმო სანქციები უნდა იყოს მითითებული. ყურადღება გაამახვილეთ, რომ თითოეული ტიპის სამუშაოზე მისი შესრულების ვადა, ხარისხი და გარანტიები იყოს დაფიქსირებული. ასევე მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული საგარანტიო და არასაგარანტიო შემთხვევები.

5. სრული ანგარიშსწორება

რემონტის დაწყებამდე ბიუჯეტზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა გქონდეთ. შემსრულებელმა გარანტია უნდა მოგცეთ, რომ „უეცრად“ დამატებითი ხარჯები არ გაჩნდება. კარგად შეამოწმეთ შეთანხმების ეს პუნქტები. საიმედო კომპანიაში ამ პუნქტს ყველა სამუშაოსა და მასალის ხარჯთაღრიცხვას დაურთავენ.

“იდააფ არქიტექტორები” ტრადიციული საზაფხულო სტაჟირების განსხვავებულ ფორმატს აანონსებს

30 წლის სახლი როგორც საცხოვრებლად გამოუსადეგარი ნაგებობა – იაპონური მიდგომა