in ,

30 წლის სახლი როგორც საცხოვრებლად გამოუსადეგარი ნაგებობა – იაპონური მიდგომა

Alliance Group
Alliance Group

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ძველ შენობებს აფასებენ. ძველი სახლის ისტორიაში, ორიგინალურობასა და მომხიბვლელობაში არის რაღაც, რაც ხანდახან მას ახლად აშენებულ პროექტებზე უფრო ღირებულს ხდის. თუმცა, იაპონიაში, თითქმის ყოველთვის, საპირისპირო პრეფერენციებია. ახლად აშენებული სახლები საბინაო ბაზრის არსია. აქ ძველი სახლები თითქმის არასოდეს იყიდება, ხოლო დანგრევა და აღმშენებლობა ისეთივე კულტურული რამ არის, როგორც უსაფრთხოების საკითხი. ეს მიდგომა კი 30 წლის სახლებს უსარგებლოდ აქცევს.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იაპონიაში სახლები, დროთა განმავლობაში, სწრაფად უფასურდება და აშენებიდან 20-30 წლის შემდეგ თითქმის სრულად კარგავს ღირებულებას. თუ ვინმე ამ პერიოდის განმავლობაში სახლიდან გადადის, საცხოვრებელი განიხილება, როგორც ღირებულების არ მქონე და მისი დანგრევა მაღალი ღირებულების მიწის სასარგებლოდ ხდება. შენობის ხანგრძლივობისადმი ეს მიდგომა აიხსნება როგორც ცუდი სამშენებლო ტექნიკით, რომელიც II მსოფლიო ომის შემდეგ საცხოვრებლებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა, ასევე ხშირად განახლებული სამშენებლო კანონებით, რომლებიც მიწისძვრებისა და სტიქიური უბედურებების მიმართ გამძლეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებმა იციან – მათი სახლი ღირებულებას სწრაფად დაკარგავს, საცხოვრებელი ადგილის მოვლისა და პოტენციური მყიდველისთვის მიმზიდველ პირობებში შენარჩუნების მცირე სტიმული არსებობს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ბაზარს, სადაც სახლის მესაკუთრეები საცხოვრების დაპროექტებაში უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობენ.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია იაპონიის უმეტეს ნაწილზე ვრცელდება, ზოგიერთი მესაკუთრე საკუთარი სახლის განახლების შესაძლებლობას მაინც განიხილავს. მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ხალხი ძველი სახლების დაფასებას იწყებს.

მოსახლეობის ზრდის ტემპი ნელდება და მოსალოდნელია, რომ 2065 წლისთვის მთლიანი რაოდენობა 40 მილიონით შემცირდება. გარდა ამისა, მალე იაპონიაში მოსახლეობის მესამედზე მეტი 65 წელს იქნება გადაცილებული. აღნიშნული დემოგრაფიული ტენდენციები საშუალოზე მაღალი რაოდენობის სახლების გათავისუფლებას გამოიწვევს და ეს რიცხვი 2033 წელს, სავარაუდოდ, 30%-მდე გაიზრდება, რაც იაპონიას, ახალი საცხოვრებლების აშენების ნაცვლად, ძველი სახლების რეაბილიტაციის საფუძველს აძლევს.

ძველი შენობების განსხვავებული დანიშნულების პოვნისა და ახალი საერთო საცხოვრებელი სივრცეების დაპროექტების საშუალებით, საზოგადოებაში ახალი ცხოვრების წესი მკვიდრდება. ეს საერთო საცხოვრებელი სივრცეები ადამიანებს არა მხოლოდ თავშესაფრის იაფ საშუალებას სთავაზობს, არამედ აძლიერებს თანამეგობრობის გრძნობას და ხალხის უფრო ძლიერ სოციალურ ინტერაქციას უწყობს ხელს.

იაპონური სახლების სიცოცხლისუნარიანობის 30-წლიანი პერიოდი ერთდროულად წყევლაც არის და კურთხევაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს დამოკიდებულება უნიკალური დიზაინის შექმნისა და თქვენი სურვილისამებრ ცხოვრების მაღალ ხარისხს გთავაზობთ, აქ „ძველის“ ცნება „ცუდთან“ არის გაიგივებული და, საბედნიეროდ, ეს მიდგომა ამჟამად გადახედვის პროცესშია.

როგორ დავზოგოთ სახსრები რემონტზე – 5 პრაქტიკული რჩევა

ფერებითა და ტექსტურებით დატვირთული ვილა საფრანგეთში