in

The Up Studio-ს პროექტი ფლორიდაში – Infinity House

Banner M2
Banner M2

The Up Studio-ს მიერ შექმნილი ტროპიკული, 1765მ2 ფართობის მქონე თანამედროვე ოჯახური თავშესაფარი – Infinity House ბოკა რატონის სანაპიროზე მდებარეობს. სახლის შთამბეჭდავი ფართობი ხუთ ცალკეულ ზონად არის დაყოფილი, რამაც The Up Studio-ს საშუალება მისცა, ყველა მცხოვრებლისთვის და ვიზიტორისთვის გარე სამყაროსგან მოწყვეტის განცდა შეექმნა.

სახლის წინა და უკანა მხარე განსხვავებულად არის დამუშავებული, რათა მიღწეულ იქნეს მდებარეობის პირობებთან ადაპტაცია. წინა მხარე გარშემორტყმულია გამწვანებით, რათა ქუჩისგან „დასაცავად“ გარკვეული ფარი შეიქმნას, ხოლო უკანა ნაწილი სანაოსნო გზისთვის ღიაა, რაც შიდა და გარე სივრცეების შერწყმის საშუალებას იძლევა.

ფლორიდის ზაფხულის ექსტრემალური მზის გამო, კონსოლური გარსი როგორც მზისგან დაცვის, ასევე გარე საცხოვრებელი სივრცის შექმნის ფუნქციებს ასრულებს.

„საპორტო რაიონში განთავსებული საკუთრება, სახლის წინა და უკანა მხარის გამოსაკვლევად ყოველთვის უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს“ – ამბობს ჯონ პატრიკ უინბერი, The Up Studio-ს არქიტექტორი და პარტნიორი. „სახლთან მიახლოებისას ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ინტიმურ გამოცდილებაში ხარ. თუმცა, შიგნით შესვლისას უზარმაზარი ფანჯრებიდან წყლის ხედი იშლება. წინა, დინამიკური გამწვანებული მხარისა და უკანა მინაში გახვეული ნაწილის დამაინტრიგებელი დიალოგი ძალიან მიმზიდველია.“

დიზაინის კონცეფციები:

ხედების მაქსიმიზაცია – საცხოვრებლის საერთო ფორმა სახლის კონცეპტუალურ ზონებად დაყოფით ჩამოყალიბდა. სივრცეები ისეა განლაგებული, რომ მთავარი ოთახებიდან საუკეთესო ხედი იშლება.

გარემოსდაცვითი მიზნების გათვალისწინება – რეზიდენცია გახვეულია ბეტონის „ლენტში“, რომელიც უზრუნველყოფს ბრტყელ სახურავს მზის ენერგიისთვის და გამწვანებისთვის. შენობას გაცდენილი გადახურვა კი ფლორიდის ცხელ მზეს ბლოკავს და ინტერიერს სიგრილეს უნარჩუნებს.

გეომეტრია – თავისუფალი, ღია სართულის გეგმა ორგანიზებულია ხისტი ბადის სისტემის გარშემო, რომელიც დიაგონალური ღერძით იყოფა. ეს ღერძი გარე დასაჯდომი ადგილის მწვერვალამდე აღწევს, ის სახლის შიდა და გარე სივრცეებისთვის გამყოფ ხაზს წარმოადგენს. მის ზემოთ, კონსოლური „მცურავი“ აუზი, გამვლელი ნავების პერსპექტივიდან განმსაზღვრელი მახასიათებელი ხდება.

შიდა ეზოს მქონე კერძო სახლი თბილისთან ახლოს – რუსუდან ლაშხის ნამუშევარი

2022 წლის ტენდენციები: 5 მოდური ფერი სამზარეულოსთვის