in

რა არის ინტერიერის დიზაინი და როგორ იცვლება ჩვენი მოთხოვნები საცხოვრებელი სივრცის მიმართ

ინტერიერის დიზაინი სივრცის დაგეგმვასა და მოწყობას გულისხმობს, თუმცა მისი თანამედროვე გაგება სცდება მხოლოდ ესთეტიკურ კრიტერიუმებს. დღეს დიზაინი ისეთი კომპონენტების გათვალისწინებით იქმნება, როგორებიცაა: სივრცის ფუნქციურობა, ადამიანის ფსიქოლოგიური კომფორტი, კეთილდღეობაზე ზრუნვა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია. შესაბამისად, იცვლება მიდგომებიც, თუ როგორ უნდა მოეწყოს საცხოვრებელი გარემო, რომელშიც ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ.

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ გვიზიარებს, ფერების, ფორმებისა და დეკორის მიღმა, კიდევ რა ფაქტორებს ემყარება ინტერიერის დიზაინი 21-ე საუკუნეში.

ბოლო წლებმა, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომმა პერიოდმა, შეცვალა სახლის ფუნქციური დატვირთვა. ის მანამდე დასვენებისა და ოჯახური შეკრებებისთვის გამოიყენებოდა, ახლა კი ოფისის ფუნქციაც შეითავსა. ამ ცვლილებამ წარმოშვა მოთხოვნა მოქნილ და ტრანსფორმირებად ინტერიერზე, სადაც შესაძლებელია სივრცის მარტივად მორგება სხვადასხვა საჭიროებაზე.

სივრცის დაგეგმვისას, ადამიანის ჯანმრთელობა ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცა. ინტერიერში სულ უფრო აქტიურად იყენებენ ბუნებრივ და ეკომეგობრულ მასალებს, მაგალითად, სერტიფიცირებულ ხეს, ქვასა და ბამბუკს. ასეთი მასალები, ესთეტიკური ღირებულების გარდა, შიდა სივრცეში ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ტემპერატურას ბუნებრივად არეგულირებს.

ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მენტალური კეთილდღეობაც. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა ბუნებრივი განათების ათვისებაა. მზის სინათლე ვიზუალურად ზრდის სივრცეს, დადებითად მოქმედებს განწყობაზე, აუმჯობესებს ძილის რეჟიმს და ამცირებს სტრესს. არანაკლებ საყურადღებოა აკუსტიკური კომფორტი. ხმაურის შესამცირებლად გამოყენებული რბილი ზედაპირები, ფარდები თუ ხის პანელები მშვიდი და სტაბილური გარემოს ქმნის.

სასურველი ინტერიერის შექმნამდე, საწყისი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი თავად შენობის ხარისხი და გეგმარებაა. კარგად დაპროექტებული სივრცე იძლევა ნებისმიერი სტილისა და კონცეფციის დიზაინის განხორციელების შესაძლებლობას. ენერგოეფექტური შენობა, მაქსიმალურად ათვისებული ბუნებრივი განათება და სწორი გეგმარება არის საფუძველი, რომელზეც კომფორტული საცხოვრებელი გარემო შენდება.

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნაზეა ორიენტირებული. კომპანია აშენებს მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი საჭიროებებისა და გემოვნების მიხედვით მოაწყონ ინტერიერი. „მეტროპოლის“ მიდგომა თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგებული სივრცეების შექმნას ისახავს მიზნად და ეს მის მრავალფეროვან პორტფოლიოშიც ჩანს.

შეიძინეთ ბინები ,,მეტროპოლის” კომპლექსებში და სახლის ინტერიერი თანამედროვე გაგებით მოაწყვეთ

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ თბილისსა და ბათუმში მრავალფეროვან პროექტებს აშენებს, რათა ნებისმიერმა მომხმარებელმა შეძლოს საკუთარ გემოვნებასა და საჭიროებებზე მორგებული კომპლექსის შერჩევა და იდეალური საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

ბინები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე შენდება, ესენია: „მეტროპოლ ქავთარაძე“ საბურთალოზე, „მეტროპოლ ბაგები“, რომელიც უკვე დასრულებულია, და „მეტროპოლ ორთაჭალა“ თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში.

ტრადიციული ტიპის ბინების გარდა, კომპანიამ კერძო დასახლებების მშენებლობაც დაიწყო. პროექტი „მეტროპოლ ლისი“ ლისის ტბის მიმდებარედ ხორციელდება და  70-მდე ინდივიდუალური ვილისაგან შედგება. გარდა ამისა, ახლახან ჩაეყარა საფუძველი უფრო მასშტაბურ პროექტს, ,,მეტროპოლ შინდისს”, რომელიც 700-მდე მიწის ნაკვეთს გააერთიანებს.

რაც შეეხება ბათუმს, ზღვისპირა ქალაქში „მეტროპოლი“ სამ პროექტს ახორციელებს: „მეტროპოლ კუბს“, „მეტროპოლ ოვალს“ და „მეტროპოლ პარალელს“. ეს პროექტები, ძირითადად, საინვესტიციო მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

ლოკაციისა და კონცეფციის მიუხედავად, ყველა პროექტი თანამედროვე სტანდარტების დაცვითა და მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალებით შენდება, რაც მომავალი მობინადრისთვის კომფორტისა და სიმშვიდის საწინდარია.

,,მეტროპოლის” შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა და თბილისსა და ბათუმში ოპერირებს. კომპანიას ამჟამად ერთი დასრულებული და შვიდი მიმდინარე პროექტი აქვს. პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო მშენებლობების საერთო ფართი 545,000 კვ.მ-ზე მეტია და 3500-მდე ბინას მოიცავს.

[R]

ღვინის რესტორანი ქართული მოტივებით – სტუდია Due-ს პირველი ნამუშევარი ბერლინში

რის შეძენას შეძლებ Dressup.ge-ზე თუ ჯაპანდის სტილი გიზიდავს