კომპანია IPS სამშენებლო სფეროში 10 წელზე მეტია აქტიურადაა ჩართული და საერთაშორისო თუ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ინოვაციურ, მასშტაბურ პროექტებს ასრულებს. პირველი მიმართულება ფასადის პროექტირებას, ინჟინერიას, საფასადო მასალების მიწოდებასა და მონტაჟს მოიცავს. შესრულებულ პროექტებს შორისაა – Wyndham Gonio, ibis Tbilisi Airport, Hampton by Hilton Batumi Center და სხვები.
მეორე, არანაკლებ საინტერესო მიმართულება კი ინტერიერის მასალების სწორად შერჩევა და მიწოდებაა. IPS არაერთი ევროპული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და დახვეწილ, უმაღლესი სტანდარტისა და ხარისხის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. გუნდმა უკვე უზრუნველყო სხვადასხვა მასალის მიწოდება სასტუმროების ქსელებისთვის: პულმან თბილისი, რადისონი, ჰილტონი და ა.შ.
IPS-ის გამოცდილების შესახებ მის დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს, ლუკა მიქელაძეს ვესაუბრეთ.

რას მოიცავს IPS-ის მომსახურება?
ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყველა დამკვეთმა, ვინც შოურუმში გვესტუმრება ინდივიდუალური მომსახურება მიიღოს. გუნდი საფასადო მიმართულებით დამკვეთებს სრულ სერვისს სთავაზობს, რაც მოიცავს ფასადის პროექტირებას, ინჟინერიას, მასალების მიწოდებასა და მონტაჟს. ჩვენი გუნდი სამუშაოების ყველა ეტაპზე ერთვება, პროექტირებიდან – მოპირკეთების დასრულებამდე. შესაბამისად, IPS-ის პროექტების მენეჯერები სრულად უზრუნველყოფენ ყველა საკითხის გადაწყვეტას, რაც შეიძლება ამ პროცესში წამოიჭრას. ისინი ასრულებენ დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ინჟინრებს, დამკვეთსა და მასალის მომწოდებლებს შორის.

მსგავსი პრინციპით მუშაობს IPS-ის შესყიდვების გუნდიც – მათი მთავარი ფუნქცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაა. შოურუმის სტუმრებს ისინი პროდუქციის ნიმუშებს და სპეციფიკაციებს აცნობენ, ინდივიდუალური პროექტის მიხედვით ერთვებიან მასალის შერჩევის პროცესში, შემდეგ კი უზრუნველყოფენ, რომ შეკვეთა დროულად, შეფერხების გარეშე მივიდეს დამკვეთთან.

რა ტიპის პროექტებზე მუშაობს IPS?
IPS-ში ვმუშაობთ როგორც საერთაშორისო სამშენებლო პროექტებზე, ასევე კერძო სახლების მიმართულებითაც. გვიხარია, არაერთ ასეთ ფასადზე ვიმუშავეთ და ჩვენს დამკვეთებს ჯანსაღი, ეკომეგობრული გარემოს შექმნაში დავეხმარეთ.
ჩვენს ინჟინრებს დიდი გამოცდილება აქვთ მასშტაბურ სამუშაოებშიც – უკვე არაერთ გლობალურ ქსელთან ვითანამშრომლეთ რაც კომპლექსური საინჟინრო პროექტების შექმნას, სპეციფიკური სტანდარტების გათვალისწინებას, სამუშაოების დაგეგმვასა და ზედამხედველობას მოითხოვდა. ასეთ პროექტებში შეგვიძლია გამოვყოთ: Hampton by Hilton, Wyndham Gonio, ibis Tbilisi Airport და სხვები.

რის მიხედვით არჩევთ ბრენდებს თანამშრომლობისთვის?
ჩვენთვის და ჩვენი დამკვეთებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამშენებლო მასალის ხარისხს. აუცილებელია, რომ ყველაფერი, რასაც ამ საპასუხისმგებლო საქმეში ვიყენებთ, სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტს, იყოს ეკომეგობრული, მდგრადი და ენერგო-ეფექტური.
ჩვენი მუშაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე კომუნიკაციაა – ხშირად, როცა მშენებლობასთან გვაქვს საქმე, თავს იჩენენ მთელი რიგი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა დაკვირვებას, ცოდნას და უმცირეს დეტალებზე კონცენტრაციას მოითხოვს. IPS-ის თანამშრომლები ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ, რომ დაინტერესებული მხარეები დროულად და ეფექტურად იყვნენ ინფორმირებულნი პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
რა გამოარჩევს IPS-ს კონკურენტებისგან?
აიპიესის მთავარი მიმართულება ვენტილირებადი საფასადო სამუშაოების სრულყოფილად შესრულებაა. აქ ჩვენი ექსპერტიზა ფარავს ინჟინრული პროექტის შექმნას, მასალების შერჩევას, მიწოდებას, მონტაჟს და სრული პროცესის ზედამხედველობას. რაც მთავარია, თანაბარ ყურადღებას ვუთმობთ როგორც ესთეტიკას, ასევე ტექნიკურ დეტალებს, რომ ჩვენი შესრულებული ფასადი იყოს ენერგოეფექტური, მარტივი მოსავლელი, ტემპერატურული ცვლილებების მიმართ მედეგი და ვიზუალურად – დახვეწილი.
ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორებსაც – ჩვენი მიზანია ვითანამშრომლოთ მხოლოდ ისეთ ბრენდებთან, რომლებიც სრულად პასუხობენ არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე დანერგილ, არამედ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
IPS საქართველოში საერთაშორისო ბრენდებს საფასადო და ინტერიერის მიმართულებით წარმოადგენს. ბრენდებისა და შესრულებული პროექტების დათვალიერება კი IPS-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.






