in

ჟალუზის რა ტიპები არსებობს დღესდღეობით?

არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ – ურბანულ ბინაში, გარეუბანში მდებარე სახლში თუ ტყეში, ცოტაოდენი კონფიდენციალურობა ყოველთვის კარგია. უმარტივესი გზა კი საამისოდ არის ჟალუზები. ჟალუზები შედგება ინდივიდუალური, თხელი პლასტმასის, ხის ან ლითონის ზოლებისგან, რომელთა მორგებაც ადვილია. მათი აწევა ან დაწევა შესაძლებელია ოთახში სასურველი სინათლის დონის სრულყოფის მიზნით.

ჟალუზების მრავალნაირი ტიპი არსებობს დღესდღეობით და ამ სტატიაში სწორედ მათ შესახებ უნდა გიამბოთ:

ვენეციური ჟალუზები

მათი სახელის საპირისპიროდ, ვენეციური ჟალუზები მოდის სპარსეთიდან და არა ვენეციიდან. ისინი მე–18 საუკუნეში შემოიტანეს დასავლეთ ევროპაში და ისინი სწრაფად გახდა ჟალუზების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტიპი. ვენეციური ჟალუზები არის დაწყობილი, 5 სმ სიგანის ჰორიზონტალური ნაჭრები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია რეზინებით ან წვრილი თოკებით. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციური ჟალუზების მწარმოებლებს შეუძლიათ სხვადასხვა მასალისგან დამზადება, ისინი ხშირად ხისგან მზადდება. როგორც წესი, ვენეციური ჟალუზები საუკეთესოდ გამოიყურება ვიწრო ფანჯრებზე და ჩვეულებრივ გამოიყენება საძინებლებში, სამზარეულოებსა და სახლის ოფისებში.

მინი ჟალუზები

მინი ჟალუზები ძალიან გავს ვენეციურ ჟალუზებს ფორმით და ფუნქციით, მაგრამ მათ აქვთ უფრო თხელი ნაწილები, რომლებიც დაახლოებით 2.5 სმ სიგანისაა. ისინი ჩვეულებრივ დამზადებულია ლითონისგან, როგორიცაა ალუმინი, რაც მათ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ვიდრე სტანდარტული ვენეციური ჟალუზებია. ეს ასევე აადვილებს მათ გაწმენდას.

ვერტიკალური ჟალუზები

ვერტიკალური ჟალუზები ვერტიკალური ნაწილებისგან შედგება. ხშირად მათ ამზადებენ ლითონისგან, მაგალითად, ალუმინისგან. ვენეციური ჟალუზების მსგავსად, ვერტიკალური ჟალუზების გრძივი ნაწილები შეიძლება დავკეცოთ (ანუ, დავაბნელოთ ოთახი) ან, გავშალოთ – რაც შეცვლის სინათლის ფილტრაციის რაოდენობას ოთახში. თუ თქვენს სახლს აქვს სრიალა კარი მისაღებ ოთახსა და აივანს, სამზარეულოსა და ეზოს შორის, ვერტიკალური ჟალუზები შესანიშნავი ვარიანტია სინათლისა და კონფიდენციალურობის გასაკონტროლებლად.

პანელური ჟალუზები

პანელური ჟალუზები მოიცავს ფართო ნაჭრის გრძივ ნაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინიც მსგავსადვეა ჩამოკიდებული, პანელური ჟალუზები განსხვავდება ვერტიკალური ჟალუზებისაგან, რადგან მისი ნაწილების გადაადგილება შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ვერტიკალური ჟალუზების ყველა ნაწილი ერთდროულად და ერთი მიმართულებით გადაადგილდება, პანელურ ჟალუზებში კი   მათ შეუძლიათ ორივე მიმართულებით გადაადგილებაც კი. პანელური ჟალუზები უფრო მეტი კონფიდენციალურობის შეგრძნებას ტოვებს, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები ბევრად მასიურია.

ჭკვიანი ჟალუზები

თქვენ ალბათ უკვე იცით სმარტფონების, ჭკვიანი ტელევიზორების და თუნდაც ჭკვიანი თერმოსტატების, კარების ზარების და სანათების შესახებ. მაგრამ იცოდით, რომ არსებობს ჭკვიანი ჟალუზებიც? მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ჟალუზები შეიძლება იყოს როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური, ჭკვიანი ჟალუზები ტექნოლოგიას ახალ საფეხურზე აყენებს. ისინი არამხოლოდ ავტომატურად იკვებება, არამედ მათი კონტროლი შესაძლებელია აპლიკაციით ან თქვენი ხმით, სინქრონიზდება Apple-ის Siri-თ, Google ასისტენტით ან Amazon Alexa-თი. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააპროგრამოთ ჭკვიანი ჟალუზები, რათა დაარეგულიროთ მზის სინათლის ინტენსივობა და სხვა დეტალები.

ქონების შეფასება არეას დახმარებით

LondonArt – ხელნაკეთი შპალერების იტალიური კომპანია