in

კომპანიები თბილისში, სადაც ფარდა-ჟალუზებს დაგიმზადებენ

სახლის ან ოფისის დიზაინის შექმნისას მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ გამოიყენოთ და აკონტროლოთ მზის შუქი მთელი დღის განმავლობაში. ფარდა-ჟალუზები მზისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა.

მრავალფეროვანი ფერებით, ზომებითა და მასალებით, იგი აუცილებლად მიმზიდველი იქნება ნებისმიერ ინტერიერში, თუმცა გარდა მიმზიდველობისა, ამ პროდუქს აქვს ისეთი მექანიკური ფუნქციები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას, თავად განსაზღვროთ, რა რაოდენობის შუქი შემოვიდეს ოთახში.

თუ გსურთ აკონტროლოთ განათება, სითბო, შეამციროთ არასასურველი ხმაური, რათა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ იმ გარემოში, სადაც დიდ დროს ატარებთ, იქნება ეს სამუშაო ოფისი, საცხოვრებელი ადგილი თუ აგარაკი, მაშინ ფარდა-ჟალუზები შესანიშნავი გამოსავალია. იმისთვის, რომ მზის სხივებს მომზადებული შეხვდეთ, ჩვენ მოგიყვებით იმ კომპანიებზე, სადაც ფარდა-ჟალუზებს დაგიმზადებენ.

დიო

კომპანია „დიო“ დღესდღეობით 80-ზე მეტი დასახელების მეტალპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და  ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და  ინდუსტრიულ პროდუქტს აწარმოებს.  კომპანიის მფლობელობაშია: საწარმო, შოუ რუმი, და 5 ფილიალი. ამას გარდა, ,,დიო’’ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ქართული ხარისხის ნიშანსა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO სერტიფიკატებს. კომპანიის მომსახურება მოიცავს როგორც სატელეფონო ასევე ადგილზე კონსულტაციას, ფოტო ვიზუალიზაციას, მონტაჟს და საგარანტიო პერიოდს 3 წლის ვადით.

ობა

კომპანია „ობა“ გამორჩეულია ფართო ასორტიმენტით, იგი მომხმარებელს ფარდა-ჟალუზების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. „ობა”-ს მუდმივად უჭირავს თვალი ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და სისტემატურად ნერგავს მათ, რათა დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნები. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზები, ფარდა როლეტი და ზებრა ჟალუზი. კომპანია ობას მომსახურება ასევე ითვალისწინებს ზომების აღებასა და პროდუქციის მონტაჟს.

ვერტისოლი

„ვერტისოლი“ მომხმარებელს სხვადასხვა საფასო კატეგორიის მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს.  კომპანია გამოირჩევა სწრაფი მომსახურებით – პროდუქციის დამონტაჟება ხდება შეკვეთიდან 2 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კი მომხმარებელი იღებს ფასდაკლებას. „ვერტისოლში“ შეგიძლიათ შეიძინოთ ფარდა-ჟალუზები, ბადეები, როლეტები. თქვენ მიერ არჩეული პროდუქტის შემდეგ კი, სამონტაჟო სამუშაოებზე ტექნიკური ჯგუფი იზრუნებს.

ვივა ჟალუზი

„ვივა ჟალუზი“ მოტივირებულია, ქართველ მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხი შესთავაზოს ხელმისაწვდომ ფასად. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის საჩრდილობელ სისტემებს, რომელიც  სერტიფიცირებულია ISO 9001:2015-ის საერთაშორისო სტანდარტით და აქვს 1 წლიანი გარანტია. კომპანია ეხმარება მომხმარებელს ზუსტად და ინდივიდუალურად შეარჩიოს საჩრდილობელი სისტემა და ის ასევე უზრუნველყოფს სამონტაჟო სამუშაოებს.

ბროკომპი


„ბროკომპი“ ფარდა-ჟალუზების ფერების ფართო არჩევანის გარდა, გთავაზობთ მეტალპლასტმასისა და ალუმინის კონსტრუქციებს, ნებისმიერი ტიპის მწერებისგან დამცავ ბადეებს. ეს ყველაფერი სრულდება მომხმარებელზე მორგებული დიზაინით, დაპირებული ვადების მკაცრი დაცვითა და უფასო კონსულტაციით. მომსახურებაში ასევე შედის: ადგილზე ზუსტი ზომების აღება, ძველი კარ-ფანჯრის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი ლაზერის გამოყენებით.

ZDA-ს პროექტი – იტალიაში მდებარე Casa Zuba-ს რენოვაცია

როგორ გავზარდოთ ოთახში განათება ფერის საშუალებით