in

ZDA-ს პროექტი – იტალიაში მდებარე Casa Zuba-ს რენოვაცია

Alliance Group
Alliance Group

რბილი, მაგრამ გამორჩეული და დამახასიათებელი ინტერვენცია. ინტერიერის დაგეგმარების შეუცვლელად განახლებული სახლის დიზაინი მინიმალიზმისა და თანამედროვე გემოვნებისთვის დამახასიათებელი დეტალებისა და ფიზიონომიის შესაბამისად არის გადააზრებული. აქ ყველაფერი აუცილებელი და, იმავდროულად, დახვეწილია. არქიტექტურული ბეტონისგან დამზადებული იატაკი, ცვლილებების უწყვეტობის იდეის წარმოსაჩენად, არსებულ საფუძველზე განთავსდა. თაბაშირმუყაო და ხელახალი მოპირკეთება სპეციალურად გამოყენებულ იქნა სამზარეულოსთვის და საძინებლის გარდერობისთვის. ორივე მათგანი შეკვეთით დამზადდა.

ZDA-მ (Zupelli Design Architettura) იზრუნა როგორც კომერციულ ავეჯზე, საწოლით დაწყებული, სკამებით დამთავრებული, ასევე, LED განათებაზე, რომელიც სამზარეულოს გასანათებლად და ოთახისთვის შესაფერისი განწყობის შესაქმნელად გამოიყენება. ამ განსაკუთრებული ატმოსფეროს აძლიერებს ფერების არჩევანი – მსუბუქი და ნეიტრალური ტონები: თეთრი ყველა ფიქსირებული ნაწილისთვის, როგორიც არის მოწყობილობები, კარები, კედლები, ხის ჭერი. ქვიშისა და ხის ტონები კი როგორც იატაკისთვის, ასევე, ავეჯისთვის.

კამპანია, რომელსაც 2 წლის მანძილზე გვიმალავდნენ

კომპანიები თბილისში, სადაც ფარდა-ჟალუზებს დაგიმზადებენ