in

XVIII საუკუნეში აშენებული მდიდრული სახლის თანამედროვე რენოვაცია

ეს სახლი თავდაპირველად 1750 წელს აშენდა და თითქმის ათი წლის წინ გარემონტდა. ახალმა მფლობელებმა საფრანგეთიდან და შვედეთიდან, ორი შვილითა და ორი ძაღლით, ინტერიერის დიზაინის ფირმას — Covet Noir-ს მიმართეს, რათა სახლის ისტორიული არქიტექტურა დაებრუნებინათ.

მარია ლინდგრენისა და ადელ ლონერგანის მიერ ჩელსიში დაარსებული დიზაინის სტუდიის მთავარი მიმართულება ელეგანტური, უბერებელი ინტერიერების შექმნაა. „ჩვენი დიზაინის ფილოსოფია მდგომარეობს ისეთი ინტერიერის შექმნაში, რომელიც შენობის პერიოდის სტილსა და არქიტექტურას პატივს სცემს და ამავდროულად ერწყმის თანამედროვე დეტალებს, რათა ნამუშევარმა დროის გამოცდას გაუძლოს“ — ამბობს მარია. „ეს გრანდიოზული სახლი აშენდა სიმეტრიის, ელეგანტურობისა და მოცულობის დიდი გრძნობით, რამაც ჩვენი დიზაინის სქემისთვის სრულყოფილი ტილო შექმნა“ — დასძენს ადელი.

Covet Noir-ის დამფუძნებლებისა და კრეატიული დირექტორებისთვის დიზაინის რეზიუმე ნიშნავდა კლიენტების სიყვარულს პარიზული ფუფუნებისა და სკანდინავიური სტილისადმი, თუმცა ელეგანტური და თანამედროვე ელფერით.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ მარიასა და ადელს გამოეყენებინათ მდგრადი მიდგომა და მიღწეულ იქნა ანტიკური არქიტექტურული დეტალების დამონტაჟებით და უბრალოდ განახლებით. თუმცა პერიოდის მახასიათებლებისა და არქიტექტურული დეტალების აღდგენა ყოველთვის მარტივი არ იყო. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მემკვიდრეობის კონსულტანტებთან, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიზაინები შენობის ისტორიას შეესაბამებოდა“ — აღნიშნავენ მარია და ადელი. თუმცა დამატებითმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო — სახლი წარმოადგენს როგორც ტრადიციულ, ასევე მდიდრულ, მაგრამ თანამედროვე და ფუნქციონალურ საცხოვრებელს ოთხსულიანი ოჯახისთვის. „ნამდვილად ვამაყობთ ჩვენ მიერ აღდგენილი ყველა არქიტექტურული დეტალით“.

ორსართულიანი სახლი გაჟღენთილია თბილი ტონებითა და ბუნებრივი განათებით, რაც მას საცხოვრებლად საოცარ სივრცედ აქცევს. შენობის ქვედა სართულს მაღალი ჭერი აქვს, ხოლო მეორე სართული, რომელიც შვიდ საძინებელსა და ხუთ სველ წერტილს მოიცავს, უფრო მყუდროა.

და როგორც საოჯახო სახლის შემთხვევაში, Covet Noir-მა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმას, რომ მთავარი საძინებელი ყოფილიყო როგორც კომფორტული, ისე მდიდრული.

მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი სივრცის გამორჩევა უჭირს, ერთ-ერთი მფლობელი ქვედა სართულზე განთავსებული საერთო სივრცეებისკენ იხრება. „უნდა ვთქვა, რომ სასადილო მისაღები ოთახები განსაკუთრებულია. მაღალი ჭერი და ფრანგული კარებიდან შემომავალი მზის შუქი, განსაკუთრებით ზამთრის დღეებში, საოცრად ლამაზია“.

მფლობელებისთვის, მარიასა და ადელის დიზაინის თითოეული ასპექტი სრულყოფილია. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ, რომ შედეგში ეჭვიც არ ეპარებოდათ. „ჩვენი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა და უფრო მეტიც, ეს ახლა სრულიად განსხვავებული სახლია“, — აღნიშნავენ ისინი.

რა უნდა გავითვალისწინოთ ფილების ფუგით ამოვსების შემთხვევაში?

რას გულისხმობს “ეკონომ რემონტი” და რა დამიჯდება ის? – გიორგი სამხარაძის რჩევები