in

სიდნეიში მდებარე 1882 წლის კოტეჯის რენოვაცია Porebski Architects-ის მიერ

Alliance Group
Alliance Group

სიდნეის შიდა დასავლეთში მდებარე ამ 1882 წლის კოტეჯმა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, რის შედეგადაც შეიქმნა დიდი საცხოვრებელი ზონის მქონე სინათლით აღსავსე სახლი თანამედროვე ოჯახური ცხოვრებისთვის. გამოწვევა იყო ტიპური L ფორმის დაგეგმარების ისე შეცვლა, რომ სახლის ფართობი მაქსიმალურად გაზრდილიყო.

ახალი დანამატები თავდაპირველ კოტეჯს შესანიშნავად ერწყმის. პირველ სართულზე განთავსებულია ერთი საძინებელი, ხოლო მეორე სართულზე – აბაზანის მქონე ორი საძინებელი, რომელიც კაბინეტთან დერეფნით არის დაკავშირებული.

დიზაინის გადამწყვეტი ელემენტია ცენტრალური სიცარიელის ზემოთ არსებული წრიული შემინული სახურავი, რომელიც სახლის ცენტრს სინათლით ავსებს. კიდევ ერთი შემინული სახურავი სასტუმრო ოთახის კედლის სიგრძეზე გადის და არასტანდარტულ სტრუქტურას უსვამს ხაზს. სარდაფი, რომელში მოხვედრაც სასტუმრო ოთახიდან შეგიძლიათ, გარემოს სიურპრიზის ელემენტს სძენს.

შიდა მოპირკეთების პალიტრა დახვეწილი და ტექსტურებით მდიდარია, გამოყენებულია გრანიტი, კვარციტი და ტერაცო. იატაკი კი ბუნებრივი ხისგანაა დამზადებული.

მასშტაბური რენოვაცია იმალება მოკრძალებული ფასადის მიღმა, რომელიც, ტრადიციულად, ფოლადის მესრითა და მოზაიკის ფილებით არის შესრულებული. სტუმრები მუდამ გაოცებული არიან იმ გულუხვი შეგრძნებებით, რომლებსაც სახლი მათში აღძრავს. შესასვლელ კარზე მფლობელების მიერ გამოსახულია წარწერა – “Cymru” (უელსი), რომელიც ოჯახის უელსური წარმომავლობისადმი პატივისცემას გამოხატავს.

რა არის Color-Block და როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში?

კედლის პანელები – ყველაფერი, რაც მათი ინტერიერში გამოყენების შესახებ უნდა ვიცოდეთ