in

კედლის პანელები – ყველაფერი, რაც მათი ინტერიერში გამოყენების შესახებ უნდა ვიცოდეთ

თანამედროვე მასალები ქმნიან ახალ გამოწვევებს უკეთესი, მშვიდი და წარმატებული მომავლის შესაქმნელად. დღეს კედლის პანელების ეფექტურობაზე ვისაუბრებთ.

კედლის პანელის გამოყენებას ინტერიერის დიზაინში ბევრი სარგებელი მოაქვს. ეს პოპულარული არჩევანია სახლების, საცალო და კომერციიული ფართების, რესტორნებისა და რეცეფციების მოწყობისას.

  • ვიზუალური დამხმარე – კედლის პანელების სწორი გამოყენებით ჩვენ ვიზუალურად სიმაღლეში ვზრდით, ვაფართოვებთ ან უფრო მყუდროს ვქმნით ინტერიერს. სხვადასხვა ტექსტურის დამატებით ვქმნით მიმზიდველ და საინტერესო ფოკუსს სივრცისთვის.

  • მრავალფეროვნება – კედლის პანელები იძლევა მარტივი გადაწყვეტილებების უამრავ შესაძლებლობას ხის, ქვის, ქსოვილის, მეტალის და უამრავი სხვა მასალის როგორც იმიტაციის, ასევე ორიგინალის გამოყენებით.
  • მონტაჟის სიმარტივე –  პანელები შესანიშნავია მათთვის, ვისაც უყვარს ხელსაქმე, რადგან მათი დაყენება მარტივია. უკვე გარემონტებულ ოთახშიც მარტივადაა შესაძლებელი დაამატოთ ელეგანტური მხატვრული კედელი სახლში, კოქტეილ ბარში, რესტორანში, კაფესა თუ ოფისში.
  • გაწმენდა – ისეთივე მარტივია, როგორც წყლის, მსუბუქი საყოფაცხოვრებო სარეცხი და ღრუბლის გამოყენება. ჭუჭყის უმეტესობა მაშინვე წაიშლება. მარტივადაა ასევე შესაძლებელი უმეტესობა პანელების დეზინფექცია (გარდა აკუსტიკური და ქსოვილის ზედაპირიანი მასალებისა).
  • სიმტკიცე – პანელების გამძლეობა გამორიცხავს ხშირი შეკეთების აუცილებლობას, რადგან უმეტესობა მათგანისა ნაკაწრების მიმართ მედეგი და ასევე ანტიაალებადია, განსაკუთრებით იმიტაციები, რაც მათ იდეალურს ხდის მაღალი ტრაფიკის – კვებისა და  სამედიცინო დანიშნულების ზონებისთვის.

  • სიმყუდროვე – ქსოვილის ზედაპირიანი პანელები მაღალი აკუსტიკური თვისებებით გამოირჩევიან. აღსანიშნავია მათი ენერგოეფექტური თვისებებიც – იკავებენ როგორც ხმაურს, ასევე სითბოს, საუკეთესოა ბავშვების ოთახებში და საძინებლებში, ასევე ოფისებსა და საკონფერენციო ზონებისთვის.

თუ თქვენ ეძებთ სწრაფ და მარტივ განახლების ან ოთახის მნიშვნელობის მორგების შესაძლებლობებს კედლის პანელების გამოყენება შესანიშნავი ვარიანტია. თქვენს ოთახში ახალი ფონის დამატებით, ის მყისიერად განაახლებს სივრცეს და შექმნის შესაძლებლობას ახალი დიზაინის მიმართულებისთვის.

რივერსაიდი ახალი ხაზით – მარტივი დეკორატიული გადაწყვეტილებები – გაძლევთ საშუალებას გარდაქმნათ და მეტად კომფორტული, მრავალფეროვანი და ამავდროულად მყუდრო  გახადოთ თქვენი გარემო – მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური ეფექტით. ნიმუშების, ფერებისა და ახალი ტრენდული კედლის პანელების გასაცნობად დაგეგმეთ მათთან ვიზიტი თქვენთვის ხელსაყრელ დროს – მათ ახალ შოურუმში, ბიზნეს-ცენტრ ატრიუმში.

დეტალებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 595903700.

[პარტნიორის კონტენტი]

სიდნეიში მდებარე 1882 წლის კოტეჯის რენოვაცია Porebski Architects-ის მიერ

ნაოტო ფუკასავას ინტუიციური დიზაინი და მისი შექმნილი 10 საკულტო ნივთი