in

ჭერის შეფუთვა ფუნქციური მასალით – რა უნდა ვიცოდეთ

ოფისების, რესტორნებისა თუ სასტუმროების ინტერიერი ბევრისთვის სანიმუშო და საოცნებოა, თუმცა ხშირად ამ სილამაზისა და ჰარმონიულობის მისაღწევად განსაკუთრებული მიგნებებია საჭირო. სწორედ დამალული, უშნო მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი დეტალების თვალს მიღმა გადატანა ქმნის სრულყოფილ პროექტებს.

განსაკუთრებით საფიქრალია კომერციული პროექტების სწორი და ამავდროულად ეფექტური შეფუთვა ფუნქციური მასალებით. ჭერში გამავალი კომუნიკაციების მილების, კაბელებისა თუ ფანკოილების დამალვა მარტივადაა შესაძლებელი ჭერის მეტალის პანელებს მიღმა, ხოლო ე.წ. “clip in” სამონტაჟო სისტემის წყალობით ძალიან მარტივად შესაძლებელია ექსპლუატაციის პროცესში პანელის ჩამოხსნა, წვდომა პრობლემურ ზონასთან და ისევე მარტივად უკან დაბრუნება დამატებით სპეციალისტების ჩარევის გარეშე.

მეტალის ჭერების მთავარი დადებითი მახასიათებელები:

  • მარტივი მონტაჟისა და დემონტაჟის შესაძლებლობა;
  • ხანძარმედეგობა;
  • იოლად წმენდა & ანტიბაქტერიული ზედაპირი;
  • პროექტზე მორგებული ვიზუალი;
  • ზომების, ფერებისა და პერფორაციის მრავალფეროვნება…

გარდა იოლად ხელმისაწვდომობისა, მეტალის ჭერების მნიშვნელოვანი უპირატესობა  პერფორაციის შესაძლებლობაა. პერფორაციის მიზანია, ერთი მხრივ, ხმის შთანთქმა და მეორე მხრივ, კონდენსატის პრობლემის მოგვარება, რაც აუცილებელია როგორც სამზარეულოში, მიწისქვეშა სართულზე და ასევე სველ წერტილებში.

რივერსაიდი – გაძლევთ საშუალებას გარდაქმნათ და მეტად კომფორტული, მრავალფეროვანი და ამავდროულად მყუდრო გახადოთ თქვენი სამუშაო გარემო,  მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური ეფექტით.

ინსპირაციითვის ეწვიეთ მათ მუდმივად განახლებად ბმულს.

კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 595 903700 ან ეწვიოთ ახალ შოურუმში.

[R]

ველური ბუნებით შთაგონებული ბინა ლისის მიმდებარედ – ელიზაბეტ ლეფსის ინტერიერი

თეთრი ფერის ალტერნატივები ინტერიერში