in

“რივერსაიდმა” ახალი ტიპის ვორქრუმი გახსნა!

სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზია რივერსაიდმა ახალი ვორქრუმი გახსნა. ესაა სამუშაო ტიპის შოურუმი, სადაც საშუალება გექნებათ ადგილზე გაეცნოთ ინტერიერის მოსაპირკეთებელ მასალებს, როგორიცაა ყველა ტიპის რბილი იატაკი, ვინილის იატაკი, ჭერი, აკუსტიკური და დეკორატიული კედლის პანელები –  მათ ფაქტურებსა და ტექსტურებს, დეტალურად მიიღოთ ინფორმაცია მათი თვისებებისა და ხარისხის შესახებ,  თქვენი პროექტისთვის შეარჩიოთ და შეუკვეთოთ საჭირო, სასურველი მახასიათებლებისა თუ დიზაინის მქონე პროდუქტი.

“რივერსაიდი” 1998 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს როგორც სტანდარტულ, ისე ინდივიდუალური დიზაინის, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ტრენდულ მასალებს კერძო თუ კომერციული პროექტებისთვის. რივერსაიდის ორიენტირი თანამედროვე და გამოცდილი პროდუქტების შერჩევის, მიწოდებისა და მონტაჟის ეფექტური კომბინაციაა.

გვეწვიეთ ახალ მისამართზე – ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი – ვახუშტის ხიდთან!

[R]

ძველებური სახლების გარდასახვა – 7 შოკისმომგვრელი რეკონსტრუქციის პროექტი საქართველოდან

ბინა ფრანგული ნოტებით ავლაბარში – სტუმრად კაწია აბსანძესთან