in ,

ძველებური სახლების გარდასახვა – 7 შოკისმომგვრელი რეკონსტრუქციის პროექტი საქართველოდან

ბინის მოწყობა ახალ აშენებულ შენობაში ბევრად უფრო მარტივი პროცესია, ვიდრე ძველი პროექტის გადაკეთება და სრულიად განახლებული სივრცის შექმნა. ეს უკანასკნელი ხშირად არის დაკავშირებული ნაგებობის ძირეული პრობლემების მოგვარებასთან და შესაბამისად, გაზრდილ ფინანსურ ხარჯებთან. სწორედ აქედან გამომდინარე, ძველი პროექტის გადაკეთება არც თუ ისე მომგებიანი ვარიანტია. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ გამოწვევას არ უშინდებიან და დასახულ მიზანს მაინც აღწევენ. დღეს სწორედ ასეთ პროექტებს მოვუყარეთ თავი:

1. ე.წ. “ყავლაშვილის პროექტის” რედიზაინი

ეს ბინა მეპატრონემ “შავი კარკასის” დონემდე დაიყვანა და შემდგომ სივრცე საკუთარი ხედვის შესაბამისად მოაწყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი სწორედ პანდემიის საწყის ეტაპზე ხდებოდა, რაც საკმაოდ ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, პროექტი ბოლომდე წარმატებულად განხორციელდა.

ნახეთ პროექტი სრულად. 

2. ქალაქური ტიპის ბინის ტრანსფორმაცია საბურთალოზე

ამ ბინის განახლებაზე დიზაინერმა ნინი ჯღამაძემ იმუშავა. პროექტის ავტორმა შეიმუშავა კონცეფცია, რომლის თანახმად, მოიხსნა ყველა ზედმეტი ტიხარი, სამზარეულოს გადატანა მოხდა ლოჯის ნაწილში და შედეგად, შეიქმნა ერთგვარი სტუდიური ტიპის ბინა.

რენოვაციამდე
რენოვაციის შემდგომ

ნახეთ პროექტი სრულად.

3. ბინა ვორონცოვზე

როდესაც ეს სახლი მისმა მეპატრონემ შეიძინა, მისი ფართობი სულ რაღაც 37 კვადრატული მეტრი იყო. თუმცა, ახალმა მფლობელმა იცოდა, რომ ბინას სხვენი ჰქონდა, რომლის ხარჯზე საძინებელი მოაწყო, ქვედა სივრცეში კი მზიდი კედლის გარდა, ყველაფერი შეცვალა და რეკონსტრუქციის შედეგად, დღეს ბინის ფართი 60 კვადრატულამდეა.

ნახეთ პროექტი სრულად.

4. ბინა ახალ აღმაშენებელზე.

ეს ბინა მდებარეობს შენობაში, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ აშენდა. შესაბამისად, მას ბევრი ბინადარი ჰყავდა, რომლებმაც სივრცე თავისებურად მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ ბოლოს, ბინის ყოფილი მფლობელების მიერ გაუქმებული იყო დიდი სააბაზანო და ის საძინებელ ოთახად იყო გადაკეთებული. ახალმა მეპატრონეებმა კი გადაწყვიტეს, სველი წერტილები პირვანდელ ადგილზე დაებრუნებინათ, რამაც მათ საშუალება მისცა, გაეფართოებინათ სამზარეულოსა და სააბაზანოს სივრცეები. ამისთვის საჭირო გახდა ფანჯრების სრულად შეცვლა, ცენტრალური გათბობის გაყვანა, შუშაბანდის ძველი, განადგურებული ფილების შეცვლა. ერთადერთი, რაც რემონტის დროს ხელუხლებელი დარჩა, იყო კედლები, ძველებური ჭერი და პარკეტი.

ნახეთ პროექტი სრულად.

5. განახლებული “ხრუშჩოვკა” 

ამ სივრცის რედიზაინი დიზაინერ გაიანა მოისეევას ეკუთვნის. ბინაში განხორციელდა ფართის ხელახლა დაგეგმარება და კაპიტალური რემონტი, რის შედეგადაც აღნიშნულ მცირე ზომის ფართში შეიქმნა ყველა ფუნქციური ზონა, რაც აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

ნახეთ პროექტი სრულად.

6. “ხრუშჩოვკის” ტიპის ბინის ტრანსფორმაცია დიღომში

ეს სივრცე, რომლის ფართობი 30 კვ/მ-ს შეადგენს, ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის, რომელთა მთავარი სურვილი ბინის სრული ტრანსფორმაცია და კარდინალური ცვლილებების მიღება იყო. ამ მიზნის მიღწევაში მათ დიზაინერი ანანო მეგრელიშვილი დაეხმარა.

ნახეთ პროექტი სრულად.

7. მე-18 საუკუნის განახლებული სახლი სოლოლაკში

ამ სახლის მეპატრონეების მიზანი იყო, მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ შენობის ორიგინალური დეტალები – აივანი, ვიტრაჟული ფანჯრები, იატაკი და კედლები. ეს საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა, წყვილმა დასახულ მიზანს მაინც მიაღწია. რენოვაციის პროცესში მოხდა სახლის სრული განახლება: მოიხსნა კედლების საფარი და გაუკეთდა რესტავრაცია ვიტრაჟებს, ბუხრებს, ფანჯრებსა და დარაბებს.

ნახეთ პროექტი სრულად.

ისტორიული სახლი ნატურალურ ტონებში საფრანგეთში

“რივერსაიდმა” ახალი ტიპის ვორქრუმი გახსნა!