ეს პროექტი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა საოცრებების მოხდენა შეუძლია სწორად შესრულებულ გეგმარებას.
პროექტის ავტორმა, გაიანა მოისეევამ მოახდინა სივრცის სრული ტრანსფორმაცია. ეს იყო სტანდარტული ტიპის ე.წ. “ხრუშჩოვკის” პროექტი, რომლის საერთო ფართი 37 კვ/მ შეადგენს.
ბინაში განხორციელდა ფართის ხელახლა დაგეგმარება და კაპიტალური რემონტი, რის შედეგადაც აღნიშნულ მცირე ზომის სივრცეში შეიქმნა ყველა ფუნქციური ზონა, რაც აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის – სამზარეულო, მისაღები, სასადილო და სამუშაო კუთხე.

დიზაინერი: გაიანა მოისეევა
სტუდია: OCTO
საერთო ფართი: 37 კვ/მ
საცხოვრებელი ფართი: 30 კვ/მ
აივანი: 7 კვ/მ