in

რა უნდა გავითვალისწინოთ ფილების ფუგით ამოვსების შემთხვევაში?

დღეს ვისაუბრებთ “დაფუგვის” ანუ ფილებს შორის არსებული სივრცის ფუგით ამოვსების პროცესის შესახებ და განვიხილავთ დეტალებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ განურჩევლად იმისა, ხელოსანს ქირაობთ, თუ ამ სამუშაოს შესრულებას თავად აპირებთ.

პირველ რიგში, უნდა დავანგრიოთ მითი იმის შესახებ, რომ ფუგას დეფექტების გამოსწორება შეუძლია. თუ ამას ხელოსანი გეუბნებათ, როგორც წესი, იგი ამ საკითხში საკმარისად არ არის გათვითცნობიერებული ან უბრალოდ დაშვებული შეცდომის გადაფარვას ცდილობს.

გახსოვდეთ, რომ თუ ფილები არასწორად არის დაგებული, ფუგა მხოლოდ უმნიშვნელოდ გააუმჯობესებს მათ ვიზუალს, თუმცა შეცდომების გამოსწორებაში ვერ დაგეხმარებათ, რამდენად იდეალურადაც არ უნდა შესრულდეს დაფუგვის სამუშაო.

დაფუგვისას დაშვებული ერთ-ერთი გავრცელებული და უხეში შეცდომაა, როდესაც ხელოსანი ფილებს ფუგას დროულად არ აშორებს. დროთა განმავლობაში ფუგა ფილას მჭიდროდ ეკვრის (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ბუნებრივ ქვასთან გვაქვს) და შედეგად, როგორც წესი, ზედაპირის გაწმენდა ან შეუძლებელი ხდება ან ეს პროცედურა დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან, რადგან ფილების ზედაპირის იერსახის აღსადგენად ამ შემთხვევაში მწმენდავის დაქირავება გიწევთ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ ხელოსნის პროფესიონალიზმში (მასთან დეტალურად გასაუბრებისა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, მის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოების საკუთარი თვალით ნახვის საშუალებით), შემდეგ კი აკონტროლოთ დაფუგვის პროცესი და დარწმუნდეთ, რომ ხელოსანმა გაწმენდის სათანადო პროცედურები ჩაატარა, რათა დამატებითი ხარჯები და პრობლემები აიცილოთ თავიდან.

თანამედროვე პენტჰაუზი ლისზე მკვეთრი ფერებით – SHRE Studio-ს ნამუშევარი

XVIII საუკუნეში აშენებული მდიდრული სახლის თანამედროვე რენოვაცია