in

როგორ გავზარდოთ ოთახში განათება ფერის საშუალებით

ოთახში მყოფი ადამიანების განწყობის გასაუმჯობესებლად დღის შუქი აუცილებელია. დეველოპერული კომპანიები, რომლებიც ოთახების განლაგებას განსაზღვრავენ და ბინებს აფორმებენ, ითვალისწინებენ განათებას, როგორც ერთ-ერთ მთავარ ელემენტს. ბინის მფლობელებმა ასევე უნდა იცოდნენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ფერები ოთახში განათების გასაზრდელად.

სივრცე და სინათლე

გადატვირთულ ოთახში ხშირად განათების უკმარისობაა. სივრცისა და სინათლის ურთიერთქმედება ასეთია: რაც უფრო თავისუფალია ოთახი, მით უფრო ნათელია ის. ამიტომ, დიდ ბინაში, რომელშიც ბევრი ავეჯი არ არის, ყოველთვის მეტი სინათლეა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო მცირე ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ავეჯის მინიმალური რაოდენობაც კი ბევრია, არ შეიძლება უფრო ნათელი გახდეს.

მიზანშეწონილია პრობლემის რამდენიმე მეთოდის გამოყენებით მოგვარება:

  • გამოიყენეთ შპალერი, რომელიც სივრცეს ზრდის.
  • შეარჩიეთ შესაბამისი ფერის ავეჯის ფასადი;
  • უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ ფარდებს;
  • ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენეთ ამრეკლავი შეფერილობის ობიექტები.

თითოეულ მეთოდს აქვს უპირატესობები, რომელთა შეფასების შემდეგ შეგიძლიათ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი აირჩიოთ. მთავარია, რომ ინტერიერის დიზაინის მეთოდებზე წარმოდგენა გქონდეთ და იცოდეთ, თუ რომელი ფერები ზრდის სივრცეს ვიზუალურად.

სივრცის შპალერის ფერის საშუალებით გაზრდა

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რომელი ელფერები უბიძგებს სივრცეს ვიზუალურად გაზრდისკენ.

ღია ფერების ცივ ტონებში მორთული კედლები შესაფერისია უფრო დიდი სივრცის ილუზიის შექმნისთვის და განათების პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ფართობის მაქსიმალური ვიზუალური ზრდა მიიღწევა კედლების შეფერილობის შერწყმით ავეჯის ფასადთან და კარ-ფანჯრის სისტემებთან.

ფერები, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად ზრდის:

  • თეთრი
  • ნაცრისფერი, რუხი-ლურჯი
  • ცისფერი
  • ლიმონის ტონები
  • ბეჟი
  • ვარდისფერი

შპალერზე არსებული გამოსახულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მუქი, დიდი ფორმები განათების პრობლემის გადასაჭრელად შესაფერისი არ არის. ორნამენტი უნდა იყოს შეუმჩნეველი, მკვეთრი გადასვლების გარეშე და არა მრავალფეროვანი.

ინტერიერის გაფორმებისას ბევრი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს შპალერს ფოტო გამოსახულებებით. პეიზაჟები, რომლებიც ოთახის გაგრძელების იმიტაციას ქმნის, სივრცეში თავისუფლების შეგრძნების შემოტანას უწყობს ხელს. ამ გამოსახულებებმა უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ კედლის უკან ბევრი ჰაერი და სივრცეა. ეს შეიძლება იყოს საზღვაო თემატიკის ნახატები, ფრინველების გამოსახულებები და ა. შ.

მცირე ფართობის პრობლემის გადაჭრა

სამ და ოროთახიან ბინებში განათების გაზრდა უფრო ადვილია, ვიდრე ერთოთახიანში. მაგრამ მიზანი მიღწევადია იმ შემთხვევაში, თუ იცით, როგორ გააფართოოთ პატარა სივრცე. პროფესიონალური რჩევები ასეთია:

  • ზონირება თეთრი, ნაცრისფერი, ღია ყავისფერი ფერის კომბინაციების გამოყენებით და არაკონტრასტული გადასვლებით;
  • პრიალა ჭერის გამოყენება;
  • ნათელი ავეჯი მბზინავი ფასადით, სარკისებური კარებით;
  • კედლებზე ამრეკლავი პანელების გამოყენება;
  • ფანჯრებზე ფარდების ნაკლებობა;
  • მაქსიმალური ერგონომიკა – ანტრესოლები ჭერამდე, ჩაშენებული კონსტრუქციები;
  • ფანჯრები, რომლიდანაც ბუნებრივი შუქი თავისუფლად შემოდის;
  • არქიტექტურის დიდი მოწყობილობების გარეშე განათება.

თუ ამ რეკომენდაციებს დაიცავთ, პატარა ოთახის ვიზუალურად გაფართოების პრობლემა მოგვარდება. ამასთან ერთად მიიღებთ მაქსიმალურ შუქს, ჰაერს, ასევე, სივრცისა და თავისუფლების განცდას.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

კომპანიები თბილისში, სადაც ფარდა-ჟალუზებს დაგიმზადებენ

შიდა ეზოს მქონე კერძო სახლი თბილისთან ახლოს – რუსუდან ლაშხის ნამუშევარი