in

„გალერეა რუმ დიზაინი“ – პრემიუმ კლასის ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი

საქართველოს ბაზარზე ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალების მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა, ხშირად პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამება პრემიუმ კლასის სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, თბილისის ცენტრში, პეკინის გამზ. #39-ში მდებარე მულტიბრენდული შოურუმი „გალერეა რუმ დიზაინი“ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, მხოლოდ ევროპული წარმოების პროდუქციას სთავაზობს.

შოურუმში ფუფუნების და კომფორტის მოყვარულთათვის ხელმისაწვდომია იტალიური, ჰოლანდიური, გერმანული, ფრანგული, ბელგიური და ესპანური ბრენდების უმაღლესი ხარისხის შპალერი, საფარდე ქსოვილები, კერამიკული ფილები, ავეჯი, განათება და აქსესუარები. პრემიუმ ხარისხის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც „გალერეა რუმ დიზაინის“ შოურუმში, ასევე მომწოდებლების კატალოგებიდან შეკვეთით, რომლის იმპორტს კომპანია უმოკლეს ვადაში ახორციელებს. სწრაფი გზავნილის შემთხვევაში, შეკვეთილი პროდუქციის მიღება შესაძლებელია 3-დან 5 დღის განმავლობაში, ხოლო რეგულარული გზავნილისთვის 2-დან 3 კვირამდე დაგჭირდებათ.

გალერეა რუმ დიზაინი აქტიურად თანამშრომლობს არქიტექტორ-დიზაინერებთან და ასევე, მსხვილი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების, კერძო კომპანიებისა და მსხვილი ობიექტების სანდო პარტნიორია. კომპანიის პორტფოლიოშია წარმატებით განხორციელებული პროექტები თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში. “გალერეა რუმ დიზაინის“  შპალერით კეთილმოწყობილია პრეზიდენტის სასახლე, თბილისის საკრებულო, იუსტიციის სახლი, განათლების სამინისტრო, სასტუმროები, რესტორნები, კერძო ბინები და აგარაკები.

„გალერეა რუმ დიზაინის“ შოურუმში წარმოდგენილია 100% ეკოლოგიურად სუფთა, წყალგამძლე-სპეციალურად სველი წერტილებისთვის, თავისუფლად რეცხვადი, ვინილის, ტექსტილის, ფლიზელინის, გობელენის, აბრეშუმის, აკუსტიკური, ხელნაკეთი, მეტალიზირებული, ჭილოფის ფაქტურის მქონე შპალერი და დეკორატიული პანოები. იდეალური ხარისხი, ფერთა გემოვნებიანი გამა, ელეგანტურობა, ხელოვნების ნიმუშების დონემდე აყვანილი კედლის საფარი – ეს ყველაფერი იმ 50 000 სახეობის შპალერშია თავმოყრილი, რომელსაც გალერეა რუმ დიზაინი“ გთავაზობთ.

შოურუმში მისულ მომხმარებელს ხვდება საუკეთესო, მდიდრული ტექსტურის, ფაქტურისა და ხარისხის საფარდე ქსოვილები, ასევე ავეჯის ტექსტილი წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს კომფორტულ სივრცედ აქცევენ. „გალერეა რუმ დიზაინის“ გუნდი მუდმივად სტუმრობს ტექსტილის საერთაშორისო გამოფენებს, სადაც მომხმარებლისთვის მხოლოდ საუკეთესო და თანამედროვე დიზაინის ფარდებს არჩევს.

შოურუმში სასიამოვნო ატმოსფეროსთან ერთად გხვდებათ კვალიფიციური კონსულტანტ-დიზაინერი, რომელიც თქვენი ინტერიერისთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ და თქვენთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად გეწვევათ ადგილზე, შეასრულებს აზომვით სამუშაოებს, განახორციელებს ფარდების შეკერვის, ადგილზე მიტანისა და მონტაჟის მომსახურებას.

გალერეა რუმ დიზაინი“ მუდამ მზადაა, შემოგთავაზოთ მხოლოდ გამორჩეული, თქვენს გემოვნებაზე მორგებული, უმაღლესი ხარისხის ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალები. შოურუმში ვიზიტისას მომხმარებელს შეუძლია, კატალოგებიდან შეარჩიოს ნებისმიერი ფორმის, ზომის, ფერისა და ფაქტურის კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები – ბინების, აგარაკების, ოფისების, სასტუმროების ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად. უახლესი ტექნოლოგიებით დამუშავებული, ეკოლოგიურად სუფთა, მხოლოდ მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის შესაბამისი კერამიკული ფილები 3,5 მილიმეტრის სისქიდან იწყება, რომლებიც დახვეწილ სტილსა და სრულყოფილ დიზაინს აერთიანებს და იდეალურად ერწყმის ნებისმიერ გარემოსა და სივრცეს. „გალერეა რუმ დიზაინი“ წამყვანი ევროპული კომპანიებისგან არჩევს თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო პროდუქციას, რომლის შექმნაზეც მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები იღებენ ორიგინალურ გადაწყვეტილებებს და ქმნიან ექსკლუზიურ, დახვეწილ და ელეგანტურ კოლექციებს.

ავეჯის სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესი დეტალია ინტერიერის მოწყობისას. გარდა იმისა, რომ ავეჯი უნდა შეეხამებოდეს სივრცის დიზაინს, ის უნდა იყოს კომფორტული, გამძლე და უცვლელად გემსახურებოდეთ დიდი ხნის განმავლობაში, რასაც მასალის და წარმოების მაღალი ხარისხი განაპირობებს. სწორედ ამიტომაც, „გალერეა რუმ დიზაინში“ მხოლოდ პრემიუმ კლასის, კომფორტული და დახვეწილი დიზაინის ავეჯის შეკვეთა არის შესაძლებელი მისაღები, სასადილო, საძინებელი ოთახებისა და კაბინეტისთვის, რომლის იმპორტსაც მომხმარებლისთვის კომპანია პირდაპირ იტალიის, ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთის და ესპანელი მწარმოებლების ქარხნებიდან უმოკლეს ვადაში ახორციელებს.

გალერეა რუმ დიზაინი“ ყოველთვის ყურადღებით ადევნებს თვალს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს, ხშირად სტუმრობს საერთაშორისო გამოფენებს და ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ავეჯის მწარმოებელ ევროპულ კომპანიებთან. შოურუმში ვიზიტისას, თქვენ დაგხვდებათ კვალიფიციური კონსულტანტ-დიზაინერი, რომელიც გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას და მწარმოებლების კატალოგებიდან შეგარჩევინებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, დახვეწილ, არაორდინალურ და ექსკლუზიურ ავეჯს თქვენი სახლის, აგარაკის, სასტუმროსა თუ ოფისისთვის.

განათება ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი და უმთავრესი ელემენტია. სწორედ, მას შეუძლია სივრცე გამოაცოცხლოს ან პირიქით, სრულად დაუკარგოს ეფექტი ფერთა გამას, ავეჯსა და აქსესუარებს. „გალერეა რუმ დიზაინი“ ამ კუთხითაც ანებივრებს თავის მომხმარებლებს და გთავაზობთ ორიგინალურ სანათებს, ჭაღებს, ბრებს, ტორშერებს და მაგიდის სანათებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდებისგან, როგორიცაა Masiero, Eichholtz, Lasvit, Patrizia Garganti, Hamilton Conte, Ideal Lux და სხვა. სანათების თითოეული კოლექცია არის ფაქიზად დამუშავებული, უნიკალური, დახვეწილი ფორმისა და დიზაინის, შექმნილი ნებისმიერი გემოვნებისთვის. შოურუმში ვიზიტისას კვალიფიციური კონსულტანტ-დიზაინერი დაგეხმარებათ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სანათი იტალიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდების სამეფოდან.

გალერეა რუმ დიზაინი“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და მომსახურების ხარისხზე. ამიტომაც, კომპანია ნებისმიერ მსურველს სთავაზობს დამატებით სერვისს რუმ დიზაინ კომფორტს, რომლის ანალოგიც იშვიათია საქართველოში.

აღნიშნული სერვისით სარგებლობისას, შოურუმში მოსვლის გარეშე, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალები “გალერეა რუმ დიზაინის“ პერსონალური გაყიდვების მენეჯერის დახმარებით, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თქვენთან შეთანხმებით უზრუნველყოფს თქვენი ბინის, აგარაკის თუ კომერციული ფართის ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევას შესაბამისი არქიტექტურულ-სადიზაინერო კატალოგებითა და ნიმუშებით.

რუმ დიზაინ კომფორტი“ გათვლილია ისეთ მომხმარებელზე, ვისთვისაც დრო ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. დრო კი ძალიან ბევრი სჭირდება სასურველი პროდუქციის შერჩევას. ამიტომ, თუ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებთ „გალერეა რუმ დიზაინის“ შოურუმში ვიზიტს, შეგიძლიათ ისარგებლოთ “რუმ დიზიან კომფორტის” მომსახურებით და გახადოთ თქვენი რემონტის პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო და კომფორტული.

[R]

5 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც საბავშვო ოთახის მოწყობაში დაგეხმარებათ

როგორ შევარჩიოთ სასურველი ტიპის ფარდა-ჟალუზი? – ყველაფერი, რაც უნდა გავითვალისწინოთ