in

წითელი ინტერიერში — რას გვეუბნება ის და რა უნდა ვიცოდეთ მისი გამოყნების შესახებ

ფერის ფსიქოლოგია

წითელი ყველაზე აქტიური ფერია — დინამიკური, გაჯერებული, მძიმე, ნათელი და ცხელი. ის ავტორიტეტის, შეუპოვრობის, სიმდიდრის, ვნების, ცეცხლის, სიყვარულის, ომის სიმბოლოა და ენერგიის წყაროს წარმოადგენს. ფსიქოლოგიურად წითელი ფერი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, თავდაჯერებულობისა და სითბოს განცდას წარმოქმნის.

ელფერები

წითლის დაახლოებით ასამდე ელფერი არსებობს, ისინი მთავარ ჯგუფებად იყოფა:

  • ალისფერი;
  • ჟოლოსფერი;
  • ცეცხლოვანი;
  • მოწითალო-მოყავისფრო;
  • ბორდოსფერი;
  • მუქი წითელი.

სივრცესთან ინტერაქცია

წითელ ფერს, მისი გაჯერების გამო, მძიმე ვიზუალური წონა აქვს, ამცირებს და ადაბლებს სივრცეს. ამ ფერში შეღებილი კედლები და ჭერი ერთმანეთთან უფრო ახლო ჩანს. რეკომენდებულია, წითელი გამოიყენოთ ინტერიერის დიზაინში, როგორც მთავარი ფერის დამატება, აქცენტების ხაზგასასმელად ან როგორც დომინანტური ფერი ფართო ოთახში. მაგალითად, შეგიძლიათ მხოლოდ ერთი კედელი ან მისი ნაწილი შეღებოთ წითლად, რათა გრძელი ან ვიწრო ოთახის პროპორციები ვიზუალურად შეცვალოთ.

ხელოვნური განათება

წითლად გაფორმებულ ინტერიერში სასურველია თბილი ხელოვნური განათების გამოყენება. ელექტრო „მოყვითალო” განათების ფონზე წითელი ტონები უფრო გაჯერებული ხდება, თბილი მოწითალო-ყავისფერი ელფერები სიმშვიდის გრძნობას იწვევს. ცივი განათების ფონზე ეს ტონები ქრება და უფრო იასამნისფერ ელფერს იძენს.

ბუნებრივი განათება

სამხრეთისკენ მიმართული ფანჯრების მქონე ოთახებში წითელი დომინანტურ ფერად არ უნდა აქციოთ, რადგან ეს ვიზუალურად „დათბობის“ ეფექტს შექმნის. ამ ტიპის დიზაინი უფრო შესაფერისია ოთახებისთვის, რომელთა ფანჯრები ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთისკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ არის განლაგებული.

ფერებისა და ტექსტურების კომბინაცია

ინტერიერში წითლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტურა. შეგიძლიათ არისტოკრატული ატმოსფერო მოცულობითი და უხეში ტექსტურების — ტექსტილის შპალერის, რთული თაბაშირის, ხავერდისა და ნიმუშის მქონე აბრეშუმის საშუალებით შექმნათ. მინიმალისტურ დიზაინს კარგად შეესაბამება სარკისებური პრიალა ზედაპირი, მოზაიკა ან მქრქალი უბრალო საღებავი.

სხვა ფერებთან შეხამება

წითელი, როგორც დიდ, ისე პატარა ოთახებში, თეთრს შესანიშნავად ეხამება. თეთრი ფერი აბალანსებს და ანეიტრალებს წითლის აგრესიულ ეფექტს, ინტერიერში სიმსუბუქესა და სიმშვიდეს ქმნის.

წითელი და ნაცრისფერი ფერების კომბინაცია უნივერსალურია, რომელსაც ლურჯი და ფირუზის ნათელი აქცენტები ავსებს.

წითელი ფერი კარგად ეხამება მშვიდ ტონებს, როგორიც არის ბეჟი, კრემისფერი, ღია მწვანე.

წითლის, მწვანესა და ყავისფრის მშვიდი ელფერების კომბინაციები ფართო ოთახებს კეთილშობილებასა და კომფორტს სძენს.

ნათელი ნარინჯისფერი და მუქი ყვითელი წითელთან ერთად სითბოს ეფექტს წარმოქმნის და შეზღუდული ბუნებრივი განათების მქონე ოთახებს აცოცხლებს.

ინტერიერის დიზაინში წითლისა და მუქი ფერების კომბინაციების გამოყენება რეკომენდებული არ არის — მდიდარი ლურჯი, იასამნისფერი და შავი ფერის ინტერიერები შეიძლება ზედმეტად პირქუში ჩანდეს, ამიტომ, მიზანშეწონილია ასეთი კომბინაციების თეთრი აქცენტებით განზავება.

ფერი და სტილი ინტერიერში

წითელი და მისი ელფერები ხშირად ინტერიერის სხვადასხვა დიზაინში გამოიყენება. ის წარმოადგენს ძირითად ფერებს შემდეგ სტილებში:

  • კლასიკური (ბაროკო და როკოკო);
  • ინგლისური;
  • აღმოსავლური;
  • ნეოკლასიკური (გლამური);
  • ავანგარდი;
  • თემატური ინტერიერი (მეკობრული, ბრიტანული ეროვნული).

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ქვის სახლი ტყესა და ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტს შორის

როგორ გავხდე “სუპერ ჰოსთი” Airbnb-ზე? – ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის 7 პრაქტიკული რეკომენდაცია