in

ქვის სახლი ტყესა და ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტს შორის

Dana Oberson Architects-ის მიერ დაპროექტებული ეს კერძო ვილა ნევე ილანში, იერუსალიმის მთიან ნაწილში მდებარეობს. შენობასა და მიწას შორის ურთიერთობა წარმოადგენს პროექტის სულს, რომელიც სივრცის მოწყობაში, მასალის შერჩევასა და მიმდებარე ლანდშაფტთან ურთიერთქმედებაში აისახება.

Alliance Group
Alliance Group

სახლი ვიზუალურად დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვასთან, რაც მეპატრონეებისთვის საუცხოო ხედებს უზრუნველყოფს. აღმართის ნაწილში განთავსებულია მომსახურების სივრცეები, ხოლო დაღმართზე სასტუმრო ოთახი და სასადილო ზონები ქვედა სართულზე, მაღლა კი — საძინებლები. ამ ორ ნაწილს შორის მოთავსებულია ცირკულაციის ზონა, ნაწილობრივ ორმაგი სიმაღლის სივრცე. დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართი მთის ფერდობის ქვედა სართულზე მდებარეობს.

შენობის ზედა ნაწილში ქვის კედლები, ღიობები, ხის მოაჯირები ინტერიერის სხვადასხვა ნაწილებს შორის ჰარმონიულად დაბალანსებული ურთიერთქმედების მეშვეობით, განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

ქვედა ნაწილში, შუშის სრიალა კარები სივრცეს ვიზუალურად აფართოებს, ბუნებრივი სინათლით ავსებს და უზრუნველყოფს წვდომას ირგვლივ არსებული ბუნების თვალწარმტაც ხედებზე. სახლის გამორჩეულ ელემენტებს ტერასა და საცურაო აუზი წარმოადგენს.

ინტერიერში მასალები ღია და უხეშია, როგორიცაა ბეტონის ჭერი, მუხის მოპირკეთება სამზარეულოში, შესასვლელში და მისაღებში, ხოლო კიბეებისთვის გამოყენებულია ბუნებრივი რკინა. ადგილობრივ დაუმუშავებელ ქვასთან ერთად, ასეთი მასალები მოქმედებს, როგორც შუამავალი თანამედროვე ცხოვრებასა და ირგვლივ აღბეჭდილ კულტურულ ლანდშაფტს შორის.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ავანგარდული ბინა ბახტრიონის ქუჩაზე – მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი

წითელი ინტერიერში — რას გვეუბნება ის და რა უნდა ვიცოდეთ მისი გამოყნების შესახებ