in

სახლი ატლანტიკური ტყის შუაგულში — Studio Arthur Casas-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ბრაზილიაში, ატლანტიკური ტყის შუაგულში, ბუნებაში ჩაფლული ამ თავშესაფრიდან ოკეანის ულამაზესი ხედები იშლება. Studio Arthur Casas-ის პროექტი შესანიშნავ გარემოს ქმნის განტვირთვისთვის, საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად და ბუნებასთან კავშირის აღმოსაჩენად.

საჭირო იყო სახლის ისე დაპროექტება, რომ, საძინებლები დიდი ფანჯრებითა და აივნებით, რომლებიც ტყეს გადაჰყურებს, ქვედა სართულზე განლაგებულიყო. პირველ სართულზე განთავსებულია სტუმრების საძინებელი, ოფისი, სპა, საუნა და სპორტული დარბაზი. ხოლო მეორე სართული რამდენიმე საძინებელს მოიცავს.

ბოლო სართულზე კი განთავსებულია სოციალური ზონა მისაღები ოთახით და ტერასა საცურაო აუზით, რომელიც ბუნებაში ჩაძირვის შეგრძნებას აძლიერებს. გახსნილი სივრცე შენობას უზრუნველყოფს 180 გრადუსიანი ხედითა და ჰაერის ბუნებრივი განიავებით.

ბუნებრივი ქვა და ხე ქმნის მტკიცე კავშირს ირგვლივ არსებულ ლანდშაფტთან და, ამავდროულად, კონტრასტს მიმდებარე მწვანე მასივთან. ნათელი ტონებითა და ნატურალური მასალებით გაფორმებული ინტერიერი ბუნებრივი განათებით არის აღსავსე. დიდი ფანჯრები, მზის შუქზე და საუცხოო ხედებზე წვდომასთან ერთად, მეპატრონეებს ბუნებასთან მეტი სიახლოვით უზრუნველყოფს.

 

პროექტის ავტორი: Studio Arthur Casas

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

კედელი ორ ფერში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

8 მაღაზია თბილისში, სადაც ჩამრთველებსა და როზეტებს შეიძენთ