in

1956 წელს დაპროექტებული მყუდრო სახლი ოსტინში

Alliance Group
Alliance Group

1956 წელს ოსტინელმა არქიტექტორებმა — ფეჰრმა და გრეინჯერმა დააპროექტეს ხისა და შუშის სახლი, რომლის ექსტერიერსაც ულამაზესი მუხის ხე ამშვენებს. მათმა დიზაინმა დატოვა მხოლოდ მინიმალური უკანა ეზო ციცაბო ფერდობზე. გამოკვეთილი ხაზები, კირქვის საძირკველი და ელეგანტურად დახრილი სახურავი იმ დროის თანამედროვე არქიტექტურას განასახიერებდა. შიდა კიბე ერთმანეთისგან ყოფდა სახლის პრივატულ და სოციალურ ზონებს, თუმცა ჰაერის ცირკულაციას აფერხებდა.

სამოცი წლის შემდეგ ამ უკვე დასრულებულ სამშენებლო კომპოზიციას ჰარმონიული ელემენტები დაემატა. წარუმატებელი გაფართოება გაუქმდა და სახლი პირვანდელ ფორმას დაუბრუნდა.

ახალი L ფორმის კაბინეტი, რომელიც თეთრი მუხის მასალით არის გაფორმებული, ოფიციალურ და არაფორმალურ საცხოვრებელ სივრცეებს ჰყოფს.

რაც შეეხება სახლის პრივატულ მხარეს, საძინებლის კარადების გადაადგილების საშუალებით ახალი საძინებელი სივრცე და აბაზანა დაპროექტდა. ახალი კიბე, რომელიც შრეებიანი ფიცრისგან არის დამზადებული, ჰაერის ცირკულაციის პრობლემას ხსნის.

ტერასაზე მდებარე აუზი შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის როგორც შეკრებებისთვის, ასევე განმარტოებით ფიქრისთვის, წიგნების წასაკითხად ან უბრალოდ ირგვლივ არსებული გარემოთი ტკბობისთვის.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

მუქი ოთახები და ვარდისფერი სამზარეულო – საინტერესო ინტერიერი ინგლისში

თანამედროვე სტილის ინტერიერი ნეიტრალური ტონალობით – სტუდია Due-ს ნამუშევარი