in

ნატურალურ ტონებში გადაწყვეტილი ვილა ტოსკანაში

Banner M2
Banner M2

ეს ძველებური იტალიური ფერმა, რომელიც ვილად იქნა გადაკეთებული, იტალიის ქალაქ სიენადან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. შენობა წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის სტილის დიზაინის შესანიშნავ ნიმუშს, რომელიც გარშემორტყმულია ტოსკანას საუცხოო პეიზაჟებით.

ვილაში შენარჩუნებულია აღნიშნული რეგიონისთვის დამახასიათებელი ყველა არქიტექტურული დეტალი. აქ გვხვდება ულამაზესი გუმბათოვანი ჭერები, ქვის იატაკი, ხის ძელები და ნამდვილი იტალიური გარემო.

ინტერიერში ღია ფერების პალიტრა დომინირებს თეთრი და ნატურალური ტონის მქონე აქცენტებით, რაც საკმაოდ დამახასიათებელია ამ მხარისთვის. რაც შეეხება დეკორის ელემენტებს, აქ ძველი და ახლი საოცრად ჰარმონიულად არის შერწყმული ერთმანეთთან.

საერთო ჯამში, ვილის ინტერიერი საკმაოდ უბრალო და სადა სტილშია შესრულებული, თუმცა ძველებური დეტალების კლასიკური შტრიხები და ნატურალური მასალის სიუხვე მას სრულიად დიდებულ სახეს სძენს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ვილის ექსტერიერი, სადაც უმშვენიერესი ბაღი და საცურაო აუზია განთავსებული. ეს არის გარემო, სადაც დაუსრულებლად არის შესაძლებელი თვალწარმტაცი ბუნებით ტკბობა და სრული განტვირთვა.

#Homeisინსპირაცია: იდეები შემოსასვლელის მოსაწყობად

საინტერესო აქცენტებით გაჯერებული ბინა მადრიდში