in

რბილი ავეჯი კომფორტული ცხოვრებისთვის – Homeis.ge-ს 4 რჩეული ნივთი

ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ავეჯია, რომელიც სახლის ატმოსფეროს ხასიათს განსაზღვრავს. მყუდრო და კომფორტული რბილი ავეჯი, რომლის გარეშეც ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია, განტვირთვისა და დასვენებისთვის, ოჯახის წევრებისა და მეგობრების შეკრებისთვის განსაკუთრებული ადგილია. სწორედ ამიტომ რბილი ავეჯის არჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება: პროდუქტის მასალა, ხარისხი და დიზაინი. თითოეული კომპონენტი ჩვენი ცხოვრების კომფორტის ხარისხს და ინტერიერის მომხიბვლელობას განსაზღვრავს. ბაზრის მრავალფეროვნების მიუხედავად, მარტივი სულაც არ არის ჩვენთვის შესაფერისი და, ამავდროულად, სასურველი ავეჯის შერჩევა, ამიტომ დღეს Homeis.ge რჩეულ 4 პროდუქტს გაგიზიარებთ, რომლებიც თქვენს სახლს კომფორტულ, მყუდრო და სასიამოვნო სივრცედ აქცევს.

1. კუთხის დივანი

Ermes-ის კოლექციის დივანი მრავალი წლის განმავლობაში თქვენს კომფორტს სრულად უზრუნველყოფს. მოდელი უმცირესი დეტალების გათვალისწინებითაა შექმნილი და პრაქტიკულობით, დახვეწილი ფორმებით,  მეტალის ელეგანტური სადგამებით გამოირჩევა. დიზაინში გათვალისწინებული მოსახერხებელი ყავის მაგიდა პროდუქტის მიმზიდველობასა და განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. დივნის უკანა მხარეს არსებული მექანიზმით მარტივად დაარეგულირებთ  დასაჯდომი ადგილის სიღრმესა და დახრილობას. თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ეს პროდუქტი იდეალურად მოერგება ნებისმიერ ინტერიერს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. დივანი

LOTUS-ი ბუნებით შთაგონებული ავეჯის ელეგანტური კოლექციაა, რომელიც ყურადღებას დანახვისთანავე იპყრობს. დახვეწილი, სადა მოდელი ნებისმიერი სტილის ინტერიერს მყუდროებით აავსებს. კომფორტული და რბილი ტექსტურა სიმსუბუქისა და ჰაეროვნების შეგრძნებას იწვევს და განტვირთვისა და დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული პროდუქტი ხანგრძლივად უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს და ინტერიერს ორიგინალური, მიმზიდველი დიზაინით გაამდიდრებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. საწოლი

LINDA-ს კოლექციის კიდევ ერთი გამორჩეული მოდელი დახვეწილი და კომფორტული საწოლია. საძინებელი ოთახის მთავარი ელემენტი სწორედ საწოლია, რომელიც აუცილებლად მოსახერხებელი, რბილი და სასიამოვნო მასალისგან დამზადებული უნდა იყოს. ასეთი საწოლი უზრუნველყოფს მშვიდ და ხარისხიან ძილს, რაც ჩვენს გონებრივ და ფიზიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ამა თუ იმ მოდელის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტულად ჩვენი საჭიროებები, სურვილები და მათზე მორგებული პროდუქტი შევიძინოთ. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს დიზაინიც, რათა საძინებლის ინტერიერი გემოვნებით მოვაწყოთ და სასიამოვნო ატმოსფერო შევქმნათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. სავარძელი

Voyager Plus-ის დიზაინის სავარძელი საოცრად მოსახერხებელი პროდუქტია, რომელიც ნებისმიერ საცხოვრებელს გაამრავალფეროვნებს, სასიამოვნო განწყობითა და სიმყუდროვით აავსებს მას. მოდელი გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნილი სისტემით, რომელიც თქვენზე მორგებულ დიზაინს გთავაზობთ. შესაბამისი მექანიზმის მეშვეობით, შეგიძლიათ, სავარძელი  ისე დაარეგულიროთ, რომ, დასაჯდომთან ერთად, დასაწოლი სივრცეც შექმნათ. გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, სავარძელი ინტერიერში  დახვეწილ, ელეგანტურ აქცენტებს შემოიტანს და თქვენს საცხოვრებელს მომხიბვლელ ადგილად აქცევს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

უნდა აღნიშნოს ისიც, რომ თითოეული პროდუქტის უპირატესობა ისიცაა, რომ მომხმარებელს თავად შეუძლია შეუკვეთოს კონკრეტულად მასზე მორგებული მოდელი  – ზომების, კუთხეების, მასალის, კატეგორიის, ფერისა და განლაგების გათვალისწინებით. კოლექცია განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც სახლში ოთხფეხა ცხოველები ჰყავთ, რადგან ის მომხმარებელს ისეთ მასალას სთავაზობს, რომელიც მარტივად არ ისვრება და ფუჭდება. ეს, ცხადია, დამატებით კომფორტს შეუქმნის ცხოველთა მოყვარულებს.

ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების შეძენა მაღაზია “კომფორტერში” შეგიძლიათ, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ბრენდის მდგრად, ხარისხიან, გამორჩეული დიზაინის პროდუქციას სთავაზობს. “კომფორტერის”  შოურუმის დათვალიერება კი თბილისში, ალ. ყაზბეგის 12 ნომერსა და ს. ცინცაძის N14-შია შესაძლებელი.

ძველი თბილისის სადარბაზოები, როგორც ქალაქის კოლორიტის განუყოფელი ნაწილი

როგორ მოვათავსოთ საწოლი საძინებელში სწორად?