in

კონდენციონერთან დაკავშირებული 6 გავრცელებული პრობლემა

დღეს შემოგთავაზებთ კონდენციონერებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე მთავარი პრობლემის მოგვარების ხერხებს.

1. კონდენციონერიდან გამოსული არასასიამოვნო სუნი

  • კონდენციონერი  ჰაერიდან მტვერს საკმაოდ სწრაფად აგროვებს, ამიტომ მისი რეგულარული წმენდა აუცილებელია. ეს საკითხი არამარტო სუნს, არამედ ადამიანების ჯანმრთელობასაც ეხება. კონდენციონერის ყოველი მოდელისთვის ინსტრუქციაში მოცემულია წმენდის დეტალური სახელმძღვანელო. როგორც წესი, ის შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს:
  • გამორთეთ კონდენციონერი ქსელიდან;
  • აკურატულაად მოხსენით კორპუსის ხუფი;
  • ამოიღეთ ფილტრები. თუ ისინი ჯიბისებრია (ანუ მტვერს თვის თავში აგროვებენ), გამოსაცვლელია;
  • გარეცხეთ ფილტრი წყლით. თუ  მისი გარეცხვა რამდენიმე წელი არ მომხდარა, ნახევარი საათით თბილ, საპნიან წყალში ჩაალბეთ;
  • გააშრეთ და გაამშრალეთ ფილტრები;
  • კონდენციონერის კორპუსი  მშრალი ჩვრით აკურატულად გაწმინდეთ, ფილტრი ადგილზე დააყენეთ, დახურეთ კორპუსი და შეაერთეთ ქსელში.

2. არ ირთვება

  • კონდენციონერი, რომელიც არ ირთვება ყოველთვის პროფესიონალის ჩარევას არ საჭიროებს. ჯერ შემდეგი მოქმედებები სცადეთ:
  • შეამოწმეთ ქსელი, შესაძლებელია მას ძაბვა არ მიეწოდება. შეეცადეთ გამორთოთ და ჩართოთ მოწყობილობა ხელახლა;
  • შეამოწმეთ პულტის აკუმლატორები. თუ ისინი დამჯდარია, პულტის ეკრანი იმუშავებს, მაგრამ სიგნალი არ მივა მოწყობილობამდე;
  • შეამოწმეთ პულტის ეკრანი. თუ ბლოკირების ნიშანია აქტივირებული, ტექნიკა უნდა გადატვირთოთ.
  • თუ ზემოთ აღნიშნულმა პროცედურებმა არ გაამართლა, ოსტატი გამოიძახეთ. შესაძლებელია პრობლემა გადამწვარ სადენებში ან მართვის პლატაში იყოს.

3. არ ათბობს/აცივებს

  • თუ კონდენციონერი არც აცივებს და არც აცხელებს ჰაერს, შეეცადეთ ორი რამე გააკეთოთ
  • გაწმინდეთ ფილტრები და კორპუსი. მათი ძლიერი დაბინძურება ასეთ ეფექტს იძლევა;
  • პულტზე აკუმულატორები გამოცვალეთ. შესაძლებელია ტემპერატურის ცვლილების შესახებ სიგნალი აპარატურამდე არ მიდის;
  • დანადგარმა შესაძლებელია გაუმართავად კომპრესორის, ინვერტორის მოდულის ან ტემპერატურის სენსორის დაზიანების გამო იმუშაოს. ამ შემთხვევაში ოსტატის გამოძახება აუცილებელია.

4. ვიბრირებს ან ხმაურობს

  • თუ კონდენციონერმა დაყენებისთანავე ვიბრირება ან ხმაური დაიწყო, იმ ოსტატებს მიმართეთ, ვინც ის დააყენა. შესაძლებელია შეცდომა ინსტალაციის დროს გაიპარა;
  • სხვა შემთხვევებში შეამოწმეთ, კარგად არის თუ არა დამაგრებული ყველა დეტალი. შესაძლებელია ფილტრები არასწორად ჩააყენეთ ან სახუფი გაწმენდის შემდეგ ბოლომდე არ დახურეთ. თუ წმენდა დიდხანს არ ჩაგიტარებიათ, უმჯობესია ეს ახლა გააკეთოთ. ზოგჯერ გაბიდნული ფილტრები გადახურებასა და ვიბრაციას იწვევს;
  • როცა წმენდა და შემოწმება არ შველის, გამოიძახეთ ოსტატი. შესაძლებელია მიზეზი მილების ჰერმეტულობის დარღვევა ან მარეგულირებელი ტრანსფორმატორის გაუმართაობა იყოს.

5. კედელზე ჩამოღვენთილი წყალი

  • თუ კონდენციონერიდან წყალმა დაიწყო გამოჯონვა, შესაძლებელია სადრენაჟო სისტემა გაიბიდნა. სადრენაჟო კონტეინერი კორპუსის ქვედა მხარესაა მოთავსებული. მის გადავსებას უმალ შეამჩნევთ, ვინაიდან როგორც წესი, გამჭვირვალეა. გადაიღეთ და დაიმახსოვრეთ როგორაა ის მიმაგრებული და შემდგომ მოხსენით. გარეცხეთ ჭურჭელი და გაწმინდეთ მილი, საიდანაც წყალი გადის. შესაძლებელია, ის უბრალოდ გაიბიდნა;
  • თუ წყალმა დანადგარის დაყენებისთანავე დაიწყო ჟონვა, გამოიძახეთ ოსტატი, ვინც ის დააყენა. შესაძლებელია კონდესატის შემკრების ქარხნულ წუნთან გვაქვს საქმე.

6. თვითნებური გათიშვა

  • თუ მოწყობილობა გამართულია, მაგრამ პერიოდულად თვითნებურად ითიშება, მიზეზი შესაძლებელია ელექტროობა, გადახურებული კომპრესორი ან დამცველი იყოს. ასეთი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ოსტატს შეუძლია.
  • ერთადერთი, რისი ცდაც შეიძლება დამოუკიდებლად, ფილტრების გასუფთავებაა. მითუმეტეს, თუ ეს დიდი ხანია არ გაგიკეთებიათ. კიდევ ერთი სიმპტომი, რის გამოც მომხდარი დაგროვილ მტვერს შეგიძლიათ დააბრალოთ, გამორთვის წინ გადახურებული კორპუსია.

საკონდიტრო ორი კონტრასტული ფერით – “აუკის” ნამუშევარი

მარსელ ბროიერი, რკინაბეტონის გენიალური მოქანდაკე