in

რა უნდა ვიცოდეთ “ფანკოილის” შესახებ

ჩილერ-ფანკოილი ჩვეულებრივი კონდენციონერისგან იმით განსხვავდება, რომ უკანასკნელის შიდა და გარე დანადგარებს შორის ფრეონი, ხოლო ფანკოილის შემთხვევაში წყალი ან ნებისმიერი ყინვამედეგი სითხე ცირკულირებს. ეს სისტემა შედგება 2 აგრეგატისგან:

  • „ჩილერისგან“ – გამაგრილებელი/გამათბობელი აგრეგატისგან, რომელიც სითხის გაგრილებას/გათბობას და შემდგომ მილების საშუალებით მის ფანკოილებში მიწოდებას უზრუნველყოფს. ის შენობის გარეთ თავსდება.
  • ფანკოილისგან, ანუ დანადგარისგან რომელიც შენობის შიგნით თავსდება და დაბერვის საშუალებით ოთახის გაგრილება/გათბობას უზრუნველყოფს.

ფანკოილი ტიპების მიხედვით არსებობს:

  • იატაკის;
  • კედლის;
  • ჭერის
  • ჩარჩოს გარეშე (შესაძლებელია შეკიდულ ჭერში ჩაშენება)

ძლიერი მხარეები:

  • მისი ძირიდი უპირატესობა ეკოლოგიურობაა. მილებში ფრეონის მაგივრად წყალი მოძრაობს და გაჟონვის შემთხვევაში ის ჯანმრთელობისთვის საშიში არაა;
  • მოქნილი სისტემა. გარე დანადგარებსა და ოთახში განთავსებულ ფანკოილებს შორის დაშორების შეზღუდვა არ არსებობს;
  • განსხვავებული მიკროკლიმატის ერთდროულად მოწყობის შესაძლებლობა სხვადასხვა ოთახებში. ერთი ოთახი შეგვიძლია გავათბოთ და ამავე დროს მეორე გავაგრილოთ;
  • განსაკუთრებით მომგებიანია დიდ ფართებში გამოყენება;
  • შესაძლებელია ექსპლუატაციაში მათი თანდათანობით შეყვანა, ანუ დამატებითი ფანკოილების ძირითად სისტემაზე დაერთება მარტივია.

სუსტი მხარეები:

  • ეს სიტემა რთული დასაყენებელია და მისი ექსპლუატაცია უფრო ხარჯიანია;
  • საჭიროებს სისტემატიურ მონიტორინგს და მოვლას;
  • ფრეონზე მომუშავე სისტემებთან შედარებით 20 პროცენტით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს;
  • ვერ  უზრუნველყოფს სივრცის ვენტილაციას:
  • ძვირია.

 

ტური ჯეისონ სტეტჰემის მალიბუს სახლში

P.O.V – ლეგენდარული TON-ის მაგიდების ახალი კოლექცია