in

რა არის ფანკოილი და როგორია მისი გამოყენების სპეციფიკა

გათბობა-გაგრილების ეს ინოვაციური სისტემა ფანკოილის სახელითაა ცნობილი და ის სახლში ტემპერატურის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. რადიატორისა და სხვა ტრადიციული გამათბობელი სისტემებისგან განსხვავებით, ფანკოილი წყალზე მომუშავე სისტემაა და მისი გამოყენება სხვადასხვა ოთახში, სხვადასხვა ტემპერატურისთვის არის შესაძლებელი.

ფანკოილებს შეუძლიათ სითბოს ისე დარეგულირება, რომ თუ ერთ ოთახში ცივა, მეორეში პირიქით – სითბო იყოს. მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია ვიტრაჟული ტიპის ბინებში, სახლებსა და კომერციულ ფართებში, სადაც რადიატორით სასურველი ტემპერატურის მიღება ვერ ხერხდება.

რადიატორთან შედარებით, ფანკოილის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ფანკოილი გაცილებით სწრაფად აღწევს სასურველ ტემპერატურას.

დანადგარის მართვა შესაძლებელია თერმოსტატითაც, რაც მას ხდის ენერგოეფექტურს და ენერგიის მოხმარებას დაახლოებით 20-30%-ით ამცირებს. მისი მართვა შეიძლება ნებისმიერი ადგილიდან, მობილური ტელეფონის გამოყენებით.

დიზაინერ რუსა თუმანიშვილის პროექტი თბილისში

ეფექტის შესანარჩუნებლად, სასურველია, რომ დანადგარი გაიწმინდოს გათბობა/გაგრილების სეზონის წინ. მის ერთ-ერთ სუსტ მხარედ სწორედ მისი მოვლის საჭიროებას მიიჩნევენ, რადგან ეს პროცესი გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

რეკომენდაციას არ უწევენ ფანკოილების ისეთ სახლებში გამოყენებას, სადაც ფართი 80 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია, რათა მიღებულ იქნას ადეკვატური ხარჯი, როგორც სამონტაჟო სამუშაოებისას, ასევე ექსპლუატაციის დროს.

რაც შეეხება ხარჯებს, სახლის პროექტიდან და დანადგარის სიმძლავრიდან გამომდინარე, ფასები განსხვავებულია და შეფასება ადგილზევე, არქიტექტურული ნახაზის გამოყენებით ხდება. კედლის ფანკოილის ღირებულება უფრო ნაკლებია, ვიდრე – ჭერის, თუმცა მისი ღირებულება საშუალოდ 300 ლარიდან იწყება.

ფანკოილების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ისინი ნებისმიერ დიზაინს მოარგოთ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პროდუქტის გამოყენებისას ოთახის ჭერი დაახლოებით 30-40 სანტიმეტრით დაბლა დაიწევს.

დიზაინერ რუსა თუმანიშვილის პროექტი თბილისში

რაც შეეხება სამონტაჟო სამუშაოებს, აუცილებელია პროფესიონალების რეკომენდაციები და მათი დახმარება, რადგან ფანკოილის მონტაჟს შედარებით რთული სპეციფიკა აქვს.

რა უპირატესობებით გამოირჩევა „Miele“-ს პროფესიონალური ხაზის ტექნიკა?

სახლი-ბუმერანგი ავსტრალიაში