in

რა არის თერმომდგრადი კარადა და როგორ ეხმარება ის გათბობის ქვაბს მუშაობაში?

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გათბობა-გაგრილების სისტემაზე ზრუნვა კვლავ აქტუალური საკითხი გახდა. დღევანდელ სტატიაში თერმომდგრადი კარადის შესახებ გიამბობთ, რომელიც გამოიყენება გათბობის ქვაბის შესაფუთად და გეხმარებათ ცხელი წყლის მიწოდებისა და სხვა მსგავსი სახის პრობლემების გადაჭრაში.

ზამთრის პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც სიცივე და დაბალი ტემპერატურა იწვევს ქვაბის დაზიანებას, მილების გახეთქვას და სხვა პრობლემებს. მსგავსი რისკების თავიდან ასარიდებლად თერმომდგრადი კარადა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, რადგან ის, მისი აგებულებისა და შემადგენელი ნაწილების დახმარებით, არ ატარებს სიცივეს და უზრუნველყოფს გათბობის ქვაბის უსაფრთხოებას.

კარადას თერმულად დამუშავებული თუნუქის ფურცელი და პენოპლასტი იცავს, რომელიც სიცივეს გათბობის ქვაბის სიღრმეებში არ უშვებს, თუმცა ასეთი კარადები იცავენ გათბობის ქვაბებს არა მხოლოდ ზამთარში, არამედ ზამთრის ცხელ დღეებშიც და უმკლავდებიან თოვლის, წვიმის, ყინვისა და სიცხის პრობლემებს. კარადა მზადდება ნესტგამძლე მასალისაგან, არის ჰერმეტული და ქვაბს იცავს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი დაზიანებებისგან.

თერმომდგრადი კარადის კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის საგრძნობლად ამცირებს ბუნებრივი აირის მოხმარების ხარჯებს და ინარჩუნებს ქვაბის მახასიათებლების მდგრადობას. მისი ფასადი მყარი მასალისაგან მზადდება, რომელიც უძლებს სიცივეს და შესაბამისად, ზამთარში არ ხდება გათბობის ქვაბის გაციება. (გაციებული ქვაბი საჭიროებს დამატებითი ენერგიას, რაც ყოველთვიურ გადასახადებზე ნეგატიურად აისახება).

ამას გარდა, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ დაამზადოთ თერმომდგრადი კარადა სასურველ ფერსა და ზომაში და დაუმატოთ მას დამატებითი სივრცე სათავსოსთვის, სადაც ზამთრის პერიოდში არასასურველ ნივთებს შეინახავთ და სახლში დამატებით სივრცეს შეიქმნით.

ამ ტიპის კარადის ფასები მისი ზომებისა და ფერების მიხედვით განისაზღვრება. ღირებულების დასაზუსტებლად აუცილებელია აივნის გაზომვა და შესაბამისი მონაცემების დათვლა, თუმცა, მისი ფასი, საშუალოდ, 400 ლარიდან იწყება და სტანდარტული, 2 მეტრი სიმაღლის მქონე კარადისთვის დაახლოებით 800 ლარია.

ასე რომ, თუ გათბობის ქვაბი აივანზე ან სახლის ისეთ ნაწილში გაქვთ მოთავსებული, სადაც არსებობს ტემპერატურის დაცემისა და ქვაბის დაზიანების რისკები, გირჩევთ თერმომდგრადი კარადის შეძენას, რომელიც არა მხოლოდ თქვენი გათბობის სისტემის ეფექტურად და ეკონომიურად მუშაობას უზრუნველყოფს, არამედ შეგიქმნით დამატებით სივრცეს სათავსოსთვის და აივნის გალამაზებაშიც დაგეხმარებათ.

ფოტოები: “მაგის” გათბობის ქვაბის შესაფუთი კარადები

მინიმალისტური დიზაინით შექმნილი სახლი წავკისში — ნინო გოგშელიძის ინტერიერი

მინიმალისტური სტილით შთაგონებული აპარტამენტი სხვენში