in

მინიმალისტური სტილით შთაგონებული აპარტამენტი სხვენში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ, 1880 წელს არის აშენებული და ბოლო ათეული წლის განმავლობაში ის ცარიელი იყო. წელს, სახლის მეპატრონემ იატაკის საფარის შეცვლა და სახლის განახლება გადაწყვიტა, რის შედეგადაც თანამედროვე და დახვეწილი აპარტამენტი შეიქმნა.

სახლის ინტერიერზე რამდენიმე დიზაინერი მუშაობდა, რომლებმაც მისი თითოეული ნაწილი მაქსიმალურად აითვისეს და მაღალი ხარისხის მასალისა და ტექნიკის გამოყენებით მდიდრული და ელეგანტური აპარტამენტი მოაწყვეს.

სივრცის ფართობი 36 კვადრატული მეტრია და ის ერთი შეხედვით, საკმაოდ პატარაა, თუმცა, დიზაინის წყალობით, ინტერიერი გასაოცრად გამოიყურება.

მისაღებ ოთახს ორი პატარა ფანჯარა აქვს, საიდანაც სახლში მზის სხივები და სინათლე შემოდის. მართალია, ოთახი საკმაოდ პატარაა, თუმცა საკმარისია კომფორტული მოსასვენებელი ადგილისა და სასადილო სივრცის მოსაწყობად.

დიზაინერების რჩევით, მეპატრონემ სახლის ამ ნაწილში მრგვალი მაგიდა შეარჩია, რომელიც სივრცეს უფრო დიდს აჩენს და მას რამდენიმე ხისფერი სკამი შეუხამა.

სამზარეულო სახლის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. აქ ნაცრისფერი, თანამედროვე ფერთა პალიტრაა გამოყენებული, რაც სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვის ეფექტებს სძენენ. სამზარეულოში განთავსებული ტექნიკის უმეტესობა ესპანეთშია დამზადებული.

სახლის საძინებელს აქვს პატარა ფანჯარა, საიდანაც ოთახი მზის ბუნებრივ სინათლეს იღებს. სხვა ოთახების მსგავსად, საძინებელშიც ვხვდებით მონაცრისფრო ტონალობების მქონე ჩაშენებულ კარადებს.

აბაზანაში გამოყენებულია მუხის ავეჯი, რომლებსაც ასევე ნაცრისფერი იატაკი და ტექნიკა ეხამება.

რა არის თერმომდგრადი კარადა და როგორ ეხმარება ის გათბობის ქვაბს მუშაობაში?

ფერთა 7 კომბინაცია, რომლებიც ინტერიერის დიზაინს განსაკუთრებით უხდება