in

ცენტრალური გათბობის სისტემა რადიატორების გარეშე – რა ვარიანტები არსებობს?

ცივ სეზონზე მომხმარებელთა უმეტესობა სახლის გასათბობად სტანდარტულ რადიატორს იყენებს, რომელიც ძალიან ეფექტური და რაციონალური გამოსავალია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაზარზე რადიატორების ფართო და მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს. რადიატორის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან დიზაინსა და სხვა ფაქტორებთან ერთად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების საკითხები და გარანტიებიც.

თანამედროვე ბაზარზე უკვე არსებობს რადიატორის განსხვავებული მოდელები, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული ფერი, ზომა ან ფორმა ჰქონდეს და შესაბამისად, ნებისმიერ გემოვნებას ერგება. თუმცა, არსებობს სიტუაციები, როდესაც რადიატორები არ განიხილება. ეს შეიძლება იყოს “თავისუფალი კედლების” ნაკლებობა და შუშის ტიხრების სიმრავლე ან უბრალოდ სივრცის მეპატრონის ახირება.

მათთვის, ვისაც სახლის გასათბობად რადიატორის გამოყენება არ სურს, არსებობს რამდენიმე საინტერესო ვარიანტი, რომლებზეც ქვემოთ დაწვრილებით გიამბობთ.

ფანკოილი

ფანკოილი გათბობა-გაგრილების ინოვაციური სისტემაა, რომელიც სახლში ტემპერატურის რეგულირებაზე არის პასუხისმგებელი. რადიატორისა და სხვა ტრადიციული გამათბობელი სისტემებისგან განსხვავებით, ფანკოილი წყალზე მომუშავე სისტემაა და მისი გამოყენება სხვადასხვა ოთახში, სხვადასხვა ტემპერატურისთვის არის შესაძლებელი.

ფანკოილს აქვს რადიატორისგან განსხვავებული და ძალიან დახვეწილი გარეგნობა, რომელიც თქვენს საცხოვრებელში სრულიად ახალ ხასიათებს აღძრავს. მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია ვიტრაჟული ტიპის ბინებში, სახლებსა და კომერციულ ფართებში.

იატაკქვეშა გათბობა

არსებობს იატაკქვეშა გათბობის ორი ძირითადი სისტემა – ელექტრო გათბობის ელემენტებზე დაფუძნებული და ცხელი წყლის მილების სისტემაზე დაფუძნებული. ორივე მათგანი სტანდარტული რადიატორისგან განსხვავდება იმით, რომ თვალისგან დაფარულია და სითბოს მთელს ტერიტორიაზე ეფექტურად უზრუნველყოფს.

დღესდღეობით იატაკქვეშა გათბობის სისტემას სულ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს, რადგან ის გათბობის სხვა სტანდარტული სისტემებისა და ალტერნატივების კომფორტული და დახვეწილი ჩანაცვლებაა.

იატაკის კონვექტორი

იატაკის გათბობასთან შედარებით, რომელიც მთელს ზედაპირზე იატაკის საფარის ქვეშ ეწყობა, იატაკის კონვექტორი გაცილებით მარტივი  დასამონტაჟებელია და მხოლოდ მცირე ადგილს იკავებს. სტანდარტული რადიატორისგან კი იმით განსხვავდება, რომ სივრცეს გაცილებით უფრო მარტივად და ეფექტურად ათბობს.

იატაკის კონვექტორი იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისაც ინტერიერში სტანდარტული რადიატორის გამოყენება აღარ სურს და რაიმე შედარებით უფრო მარტივსა და საინტერესოს ეძებს, რაც საცხოვრებელში ახალ შეგრძნებებსა და სტილს ბადებს.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

Eames Plastic Armchair – ჩარლზ და რეი იმსების მიერ შექმნილი მოდელი, რომელიც საკულტო დიზაინად იქცა

ჭურჭლის სარეცხი მანქანა: შეუცვლელი დამხმარე თუ უსარგებლო ნივთი?