in

იატაკის გათბობა – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

იატაკის გათბობის სისტემა სულ უფრო ხშირად გამოიყენება სახლების, ბინებისა, საზოგადოებრივი სივრცეების, სამრეწველო შენობებისა და საცურაო აუზების გასათბობად. ეს სისტემის მოხერხებულობით, შედარებით ხელმისაწვდომობით და ინსტალაციის სიმარტივით არის გამოწვეული. იატაკის გათბობის რამდენიმე ტიპი არსებობს, თუმცა, დღეს ჩვენ კონკრეტულად წყლის სისტემაზე გავამახვილებთ ყურადღებას. გათბობის ეს მეთოდი უზრუნველყოფს ოთახის თანაბარ ტემპერატურას და არ საჭიროებს ენერგიის დამატებით წყაროს, რადგან იყენებს იმავე რესურსს, რასაც სახლის ცენტრალური გათბობის სხვა ელემენტები.

მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: გოფრირებული მილები იატაკის მოსასწორებელ მასაშია ჩამონტაჟებული. მათში ცირკულირებს ცხელი წყალი, რომელიც სითბოს წყაროს წარმოადგენს.

მოპირკეთების შერჩევა

იატაკის წყლით გათბობის ერთ-ერთი უპირატესობა მისი მრავალფეროვნებაა. სისტემის დამონტაჟება თითქმის ნებისმიერი ზედაპირების ქვეშ არის შესაძლებელი, თუმცა კერამოგრანიტი და ფილები მოპირკეთების ოპტიმალურ საშუალებად ითვლება. მაღალი სიმტკიცის მასალები ხანგრძლივი მომსახურებისთვის არის განკუთვნილი, ისინი მდგრადია ტემპერატურის რყევების მიმართ და გაცხელებისას მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალიჩა, ლამინატი ან ლინოლეუმი. დაგეგმვა და მილების მონტაჟის პროცესი იგივეა, განსხვავება მხოლოდ ტემპერატურაშია. მაგალითად, ხალიჩის გამოყენებისას არ შეიძლება იატაკის ტემპერატურა 31 გრადუსზე მეტად გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფარი მავნე ნივთიერებების გამოყოფას დაიწყებს.

ტექნიკური თვალსაზრისით, ამ მეთოდის გამოყენება ნებისმიერ კორპუსშია შესაძლებელი, უბრალოდ მილების სწორად შერჩევაა საჭირო.

მონტაჟის ვარიანტები

იატაკის წყლით გათბობის სისტემის დამონტაჟება სხვადასხვა გზით შეიძლება:

  • ბეტონის მასა – საიმედო და ყველაზე გავრცელებული ვარიანტი. მილებზე მას მინიმუმ 3 სმ სიმაღლეზე ასხამენ.
  • „მშრალი“ მოსწორება – ხის საფარზე კონსტრუირება – საკმაოდ შრომატევადი გზა. ინსტალაციის ამ მეთოდის გამოყენებისას იქმნება საჭირო ფორმის ჭრილები, რომლებშიც მილები თავსდება.
  • პოლისტიროლის ჭრილები – ეს მეთოდი გულისხმობს ჭრილების შექმნას (ხელით). მათში თავსდება მილები, რასაც იატაკის მოსასწორებელი ნარევის დასხმა მოჰყვება.

სისტემის უპირატესობები

იატაკის წყლით გათბობას, სხვა ტიპის გათბობის სისტემებთან შედარებით, მრავალი უპირატესობა გააჩნია:

  • ეკონომიურობა. წყლის შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო, გათბობის ხარჯები შეიძლება დაახლოებით 20%-ით შემცირდეს.
  • კომფორტი. სითბოს 70%-ზე მეტი ოთახში გამოსხივების საშუალებით შემოდის, რაც უფრო კომფორტულად აღიქმება. გარდა ამისა, თანაბრად გამთბარ იატაკზე სიარული სასიამოვნოა.
  • უსაფრთხოება. სისტემა ელექტრომაგნიტურ ველს არ წარმოქმნის, ყველა გამათბობელი ელემენტი დაფარულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზიანებისა და დამწვრობის რისკი არ არსებობს.
  • ესთეტიკა. მილები მთლიანად დაფარულია, არ იკავებს ადგილს ოთახში და დამატებითი დეკორატიული პანელების დამონტაჟებას არ საჭიროებს.
  • ეკოლოგიურობა. სისტემა ეკოლოგიურად უსაფრთხოა, მათ შორის სანიტარიული და ჰიგიენური სტანდარტების თვალსაზრისითაც.
  • ინსტალაციის სიმარტივე. საცხოვრებელ და სამრეწველო შენობებში იატაკის წყლით გათბობის სისტემები საკმაოდ მარტივი დასამონტაჟებელია.

იატაკის გათბობა საქართველოშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს ბოლო პერიოდში. რამდენიმე წელია, რაც გათბობის ეს ტიპი გვხვდება სხვადასხვა კერძო პროექტში. თუმცა, ჩვენთვის სიახლე აღმოჩნდა იმის აღმოჩენა, რომ თბილისში არსებობს საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ბინები სწორედ იატაკქვეშა გათბობის სისტემით ბარდება. საუბარია ნამაი ვაკეს პრემიუმ კლასის საცხოვრებელზე, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს და სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულდა. აღნიშნული კომპლექსის მობინადრეებს ახლად შეძენილ ბინაში მაღალ დონეზე შესრულებული თბილი იატაკის სისტემა ხვდებათ. ამას გარდა, შენობაში მოწყობილია ბოილერ ოთახი (ე.წ. საქვაბე), სადაც “ბუდერუსის” ფირმის მოდულარული საქვაბე სისტემაა განთავსებული. აღნიშნული სისტემა ცენტრალიზებულია და აქედან ხდება გამთბარი წყლის უშუალოდ ბინებში განაწილება.

აღსანიშნავია, რომ ნამაი ვაკეში ყველა ბინას საკუთარი ინდივიდუალური თბო-მრიცხველი გაჩნია, რომელიც კონკრეტული ბინის მიერ გათბობის გამომუშავებისთვის მოხმარებულ თბოენერგიას ანგარიშობს. უშუალოდ ბინების თითოეულ ოთახში კი თერმო რეგულატორია, რომლის მეშვეობითაც მაცხოვრებელი ოთახების ტემპერატურას არეგულირებს. “ნამაი ვაკეს” კომპლექსში არსებული უმაღლესი ხარისხის მილებისა და გათბობის სისტემის ელემენტების წყალობით, თბილი იატაკების სისტემის საექსპლუატაციო ვადა 50 წელს აჭარბებს.

m2 – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ – კომპანია ახალ გზავნილს აანონსებს

#რაშენდება: “დომუსის ხეები” ჭავჭავაძეზე