in

რა უპირატესობა აქვს იატაკის გათბობის არსებობას მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში?

თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, იატაკქვეშა გათბობა გათბობის სხვა საშუალებებთან შედარებით დიდი უპირატესობით სარგებლობს. იატაკის გათბობა ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური გზაა სივრცეში სასურველი, თანაბარი ტემპერატურის მისაღებად, რომელიც ამასთანავე, მაქსიმალურად უზრუნველყოფს მაცხოვრებლების უსაფრთხოებასა და კომფორტს.

არსებობს ორი ტიპის ­— წყლისა და ელექტრო იატაკის გათბობის სისტემები. ელექტრო სისტემის შემთხვევაში გამათბობელი ელემენტები გამოიყენება, რომლებიც ენერგიას პირდაპირ იატაკის საფარს გადასცემენ, თუმცა მათი მოხმარება მხოლოდ მცირე ფართის შემთხვევაშია რეკომენდებული, როგორიცაა ვერანდა, მანსარდა და პატარა ზომის ოთახები. გაცილებით ეფექტური და მოთხოვნადი საშუალება  წყლის იატაკის გათბობაა. ამ შემთხვევაში იატაკის საფარის ქვეშ წყლის ცირკულაციის მილები მონტაჟდება, რომლებიც მარტივად უკავშირდება ცენტრალური ქვაბის სისტემას.  საცხოვრებელ სახლებსა და ბინებში სწორედ ამგვარ მოწყობილობას მიმართავენ, რომელიც სრულად ანაცვლებს რადიატორებსა თუ გათბობის სხვა მეთოდებს. წყლის იატაკის გათბობა ბაზარზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით გამოირჩევა, რომელსაც დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ:

სითბოს თანაბარი გადანაწილება და სასურველი ტემპერატურის უზრუნველყოფა — ახალი ტენდენციების გათვალისწინებით იატაკის გათბობა სრულად ანაცვლებს რადიატორებს და სივრცის გათბობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. რადიატორი, რომელიც კონვექციური პრინციპით მუშაობს, ჯერ თავად ცხელდება, შემდეგ სითბო ჭერში ადის და იქიდან ნაწილდება ოთახის ქვედა შრეებზე. ამის გამო  ოთახი გვიან თბება. იატაკის გათბობა კი რადიაციული გზით ფუნქციონირებს. იატაკი ძირიდან იწყებს სითბოს გამოყოფას და მთელ სივრცეში თანაბრად ნაწილდება, რაც საშუალებას გვაძლევს, ქვაბი დაბალ ტემპერატურაზე ვამუშაოთ და ნაკლები ენერგია მოვიხმაროთ.

ენერგოეფექტურობა და ეკონომიურობა — იატაკის გათბობა სტანდარტულ რადიატორებთან შედარებით, გაცილებით ეკონომიურია. ეს სისტემა სასურველი სითბოს მისაღწევად ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ქვაბი დაბალ ტემპერატურაზე ეფექტურად მუშაობს, შესაბამისად, ნაკლები დატვირთვით ფუნქციონირებს, რაც საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ გადასახადებს. ასევე, თუ გათბობის სისტემას დამატებით თერმოსტატი ექნება, ის თავად დაარეგულირებს ტემპერატურას და გამორიცხავს გადახურების შესაძლებლობას, რაც დიდი ეკონომიის გაკეთების საშუალებას იძლევა.

ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება — სისტემა სრულიად უსაფრთხოა და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მაცხოვრებლებისა და გარემოსთვის. ის არ წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რის გამოც დაზიანებისა და დამწვრობის საშიშროება არ არსებობს. ამავდროულად, სისტემა სრულად აკმაყოფილებს სანიტარულ და ჰიგიენურ სტანდარტებს და ეკოლოგიურ სისუფთავეს უზრუნველყოფს.

მონტაჟისა და გამოყენების სიმარტივე — იატაკის წყლის გათბობის სისტემა საკმაოდ იოლი დასამონტაჟებელია და ინსტალაცია თითქმის ნებისმიერი ზედაპირის ქვეშაა შესაძლებელი. მისი მოხმარება საკმაოდ მარტივია, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. მუშაობისას არ გიქმნით დისკომფორტს და ხარისხიანი მასალის შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს მედეგობასა და სიმტკიცეს.

ერთიანი, ჰარმონიული ინტერიერის შექმნა — იმის გამო, რომ მილები იატაკის ქვეშაა დაფარული, სივრცეში ადგილს არ იკავებს და მის იერსახეს არ ცვლის. ამასთანავე, რადიატორებისა თუ პანელებისთვის განკუთვნილი ადგილები შეგიძლიათ ეფექტურად გამოიყენოთ და თქვენთვის სასურველი ნივთები და ავეჯი განათავსოთ, რაც სივრცის მაქსიმალურად ათვისებაში გეხმარებათ.

საცხოვრებელ ბინებში იატაკის გათბობის სისტემას პრემიუმ-კლასის კომპლექსი „ნამაი ვაკე“ გთავაზობთ. ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტში მაცხოვრებლებს მაღალ დონეზე შესრულებული თბილი იატაკის სისტემა გააჩნიათ, რომელიც მაქსიმალურ კომფორტსა და კომუნალური ხარჯების დაზოგვას უზრუნველყოფს. ამასთანავე, საცხოვრებელში მოწყობილია ბოილერ ოთახი (ე.წ. საქვაბე), სადაც “ბუდერუსის” ფირმის მოდულარული საქვაბე სისტემაა განთავსებული, რომელიც ცენტრალიზებულია და მისი მეშვეობით გამთბარი წყალი ბინებში ნაწილდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა სახლს საკუთარი ინდივიდუალური თბო-მრიცხველი გაჩნია, რომელიც კონკრეტული ბინის მიერ გათბობის გამომუშავებისთვის მოხმარებულ თბოენერგიას ანგარიშობს. საცხოვრებლის თითოეულ ოთახში კი თერმო რეგულატორია, რომლის მეშვეობითაც მაცხოვრებელი ოთახების ტემპერატურას არეგულირებს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, „ნამაი ვაკე“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე დეველოპერულ კომპანიად მიიჩნევა, რომელიც მაცხოვრებლების კეთილდღეობასა და სრულ კომფორტზე დეტალების გათვალისწინებით ზრუნავს.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ავტორი: მეკო მეტრეველი

ლუი XVI-ს საყვარელი სკამით შთაგონებული დიზაინი – ფილიპ სტარკის ცნობილი “Louis Ghost”

თბილისში Boffi/DePadova-ს პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა