in

რატომ არის თბილი იატაკი საუკეთესო ვარიანტი – “ნამაი ვაკე” გირჩევთ

სითბო კომფორტის აუცილებელი შემადგენელია. გათბობის სისტემა, რომელზეც დღეს გვსურს გესაუბროთ, ბოლო ათწლეულში ტრენდული გახდა. დიახ, ჩვენი აზრით თბილი იატაკი მისი ეკონომიურობით, ეფექტურობით, ესთეტიკურობითა და კომფორტით ყველა არსებულ გათბობის სისტემაში საუკეთესოა და თუ რატომ, ამას „ნამაი ვაკეს“ ექსპერტებთან ერთად მოგახსენებთ.

არქეოლოგიური გათხრებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, იატაკქვეშა გათბობის სისტემის მოწყობის მცდელობები სხვადასხვა ქვეყანაში ასწლეულების წინ ჰქონდათ. მაგალითად, ძველ რომში თავდაპირველად ის მხოლოდ პრივილეგირებული ფენისთვის იყო ხელმისაწვდომი, შემდგომ კი თანდათანობით საზოგადოებრივ შენობებშიც გაჩნდა (პირველ რიგში, აბანოებში), განსაკუთრებით კი იმპერიის ცივ რეგიონებში. ეს სისტემა, იატაკქვეშ მოთავსებულ სპეციალურ ღუმელებსა და არხებს შეიცავდა. შეშის წვისას წარმოქმნილი ცხელი ჭავლი სისტემის არხებში ნაწილდებოდა და მის ზედაპირს ათბობდა. ერთი ღუმელი რამდენიმე ოთახს ემსახურებოდა. ამგვარი სისტემა რომის დაცემასთან ერთად მოიშალა.

იატაკის გათბობის სისტემა “ნამაი ვაკეს” კომპლექსში

თანამედროვე თბილი იატაკის მუშაობის პრინციპი ძველი რომაულისგან დიდად არ განსხვავდება. ამ შემთხვევაში არხების მაგივრად მაღალი სიმტკიცისა და გამძლეობის PEX მილებია გამოყენებული, რომელთა საექსპლუატაციო ვადა 50 წელზე მეტია და სწორი ინსტალაციის შემთხვევაში, მათი მწყობრიდან გამოსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. თბომატარებლად წყალია გამოყენებული, რომლის სისტემაში მოძრაობას ელექტრო ტუმბო უზრუნველყოფს. გათბობა კი გაზის საქვაბის მეშვეობით ხდება. სისტემის ყველა ცვეთადი დეტალი იატაკის ზემოთ, ადვილად წვდომად ადგილებშია მოთავსებული, რაც თბილი იატაკის გათბობის სისტემის  საექსპლუატაციო მომსახურებას ამარტივებს.

„ნამაი ვაკეს“ კომპლექსში, სადაც მობინადრეებს ყველა ბინაში მაღალ დონეზე შესრულებული თბილი იატაკის სისტემა ხვდებათ, ბოილერ ოთახია (ე.წ. საქვაბე) მოწყობილი და აქ “ბუდერუსის” ფირმის მოდულარული საქვაბე სისტემაა განთავსებული. უკანასკნელი ცენტრალიზებულია და აქედან ხდება გამთბარი უშუალოდ ბინებში განაწილება.

საქვაბე “ნამაი ვაკეს” კომპლექსში

ყველა ბინას საკუთარი ინდივიდუალური თბო-მრიცხველი გაჩნია, რომელიც კონკრეტული ბინის მიერ გათბობის გამომუშავებისთვის მოხმარებულ თბოენერგიას ანგარიშობს. უშუალოდ ბინების თითოეულ ოთახში კი თერმო რეგულატორია, რომლის მეშვეობითაც მაცხოვრებელი ოთახების ტემპერატურას არეგულირებს. “ნამაი ვაკეს” კომპლექსში არსებული უმაღლესი ხარისხის მილებისა და გათბობის სისტემის ელემენტების წყალობით, თბილი იატაკების სისტემის საექსპლუატაციო ვადა 50 წელს აჭარბებს.

იატაკის გათბობის სისტემა “ნამაი ვაკეს” კომპლექსში

თბილი იატაკი ტემპერატურის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს და რადიატორული გათბობის სისტემასთან შედარებით, ბევრად გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს.

იატაკის გათბობის ძლიერი მხარეები:

იატაკის გათბობის სისტემა “ნამაი ვაკეს” კომპლექსში
  • ყველაზე ეკონომიური სისტემა – იმის გამო, რომ თბო მატარებლის ტემპერატურა დაბალია (40 გრადუსი), მაღალჭერიან შენობებში გათბობის ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება;
  • სითბოს თანაბრად გადანაწილების უნარი – გათბობა იატაკიდან იწყება და ოპტიმალურად ნაწილდება, დაახლოებით 23 გრადუსი ფეხების დონეზე და 18 გრადუსი თავის დონეზე;
  • ექსპლუატაციის უსაფრთხოება – ყველა ცხელი ელემენტი იატაკის საფარის ქვეშაა მოთავსებული, რაც პატარა ბავშვებისთვის მათგან დამწვრობის მიღების რისკს გამორიცხავს;
  • ესთეტიკურობა – თვალხილული გასათბობი ელემენტების (რადიატორის) არ არსებობა ინტერიერის მოწყობას ბევრად ამარტივებს;
  • სარგებელი და კომფორტულობა – ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით წვრილშვილიანი ოჯახებისთვისაა მოხერხებული, როცა ბავშვის პირდაპირ თბილ იატაკზე დატოვება შეიძლება.

იატაკის გათბობის სუსტი მხარეები:

საქვაბე “ნამაი ვაკეს” კომპლექსში
  • მთავარი სისუსტე მისი მონტაჟის სირთულე და პროფესიონალების დეფიციტია. უხარისხო მასალების ან არასწორი ინსტალაციის შემთხვევაში, შესაძლებელია მთელი რემონტის თავიდან გაკეთება მოგიწიოთ, სამაგიეროდ, სწორად გაკეთებული იატაკის სისტემა მინიმუმ 50 წელი უნაკლოდ იმუშავებს. ყველა ცვეთადი ელემენტი იატაკს ზემოთ არის მოთავსებული და რემონტს ადვილად ექვემდებარება;
  • მაღალი თბური ინერციულობა – გათბობას სჭირდება დიდი დრო, თუმცა, დიდხანს არ ცივდება და ტემპერატურას ინარჩუნებს;
  • იატაკის საფარის ტიპების შეზღუდულობა.

ათიოდე წლის წინ, თბილი იატაკის სისტემა დამსახურებულ იჭვნეულ დამოკიდებულებას იწვევდა მომხმარებელში, რაც პროფესიონალებისა და მაღალხარისხიანი მასალების სიმწირით იყო გამოწვეული. დღესდღეობით კი ბაზარზე არსებული საიმედო და სოლიდური სამშენებლო კომპანიების წყალობით, მათ შორის ისეთის, როგორიც “ნამაი ვაკეა“, ამ სისტემის მიერ შემოთავაზებული ყველა სიკეთე ხელმისაწვდომი გახდა და ის დღეს არსებულ გათბობის სისტემებს შორის სამართლიანად ატარებს ლიდერის ტიტულს.

მარიო ბელინი – ბევრი სფეროს ერთი დიზაინერი

სახლი, რომელიც სოციალურ სივრცეს მოგვაგონებს – CoDA arquitetos-ის ნამუშევარი