in

6 ადგილი თბილისში, სადაც გარე სივრცის ელექტრო გამათბობელს შეიძენთ

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან და ამინდის ცვალებადობასთან ერთად, ადამიანები გამათბობელ სისტემებზე იწყებენ ფიქრს. იმისათვის, რომ ცივ დღეებშიც თავი კომფორტულად და მყუდროდ ვიგრძნოთ, სითბო გვჭირდება, განსაკუთრებით კი გარე სივრცეებში, რათა სიცივემ არ შეგვაწუხოს და დრო სასიამოვნოდ გავატაროთ. გათბობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბიუჯეტური გზა  ელექტრო გამათბობელია, რომელიც ექსტერიერში მარტივად თავსდება და სწრაფად, ეფექტურად ათბობს ზონას. ამიტომ დღევანდელ სტატიაში იმ ადგილებს შემოგთავაზებთ, სადაც თქვენთვის სასურველ ელექტრო გამათბობელს შეიძენთ და ზამთარს მომზადებული შეხვდებით.

1. Extra.ge

ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Extra.ge-ზე განსხვავებული ზომისა და დიზაინის მოდელები  შეგხვდებათ, რომლებსაც ექსტერიერს იდეალურად მოარგებთ და კომფორტულად გამოიყენებთ. სხვადასხვა სიმძლავრის გამათბობლები უმოკლეს დროში გაათბობს სივრცეს და მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

2. დომინო

ელექტრო გამათბობლების გადაადგილება ძალიან მარტივია. შეგიძლიათ თავისუფლად შეუცვალოთ ადგილი და სხვადასხვა ზონას მოარგოთ. ამის გამო პროდუქტი დიდი უპირატესობით სარგებლობს და სხვა გამათბობელი მოწყობილობებისგან გამოირჩევა. კიდევ ერთი ადგილი, სადაც სასურველი მოდელის შეძენას შეძლებთ „დომინოს“ შოურუმია.

3. ნოვა

ფუნქციურობისა და კომფორტული მოხმარების გარდა, ელექტრო გამათბობლები ეკოლოგიური სისუფთავითაც ხასიათდება. გაზის გამათბობლებისგან განსხვავებით, ის ბევრად უსაფრთხოა და მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს. მრავალფეროვანი პროდუქტების შეძენა კი „ნოვას“ შოურუმშიცაა შესაძლებელი.

4. მოდუსი

მოდუსის“ კოლექციაში წარმოდგენილი განსხვავებული სტილისა და დიზაინის მოდელები შეგიძლიათ თქვენს ექსტერიერს შეუხამოთ და გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, ისინი დეკორაციის ელემენტადაც გამოიყენოთ.

5. Citrus

ელექტრო გამათბობლების შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ კვადრატულობას და  სივრცის ზომის მიხედვით შეარჩიოთ შესაბამისი სიმძლავრის მოდელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ეფექტურად ვერ იმუშავებს და დისკომფორტს შეგიქმნით, მითუმეტეს გარე სივრცეში, სადაც ზამთარში ტემპერატურა გაცილებით დაბალია.  „Citrus“-ი კიდევ ერთი ადგილია, რომელიც ახალი პროდუქტის შეძენაში დაგეხმარებათ.

6. გორგია 

განსხვავებული საფასო კატეგორიის პროდუქტების დათვალიერება შეგიძლიათ  „გორგიას“ შოურუმშიც, რომლებიც  ექსტერიერში თავისუფლად განთავსდება და ცივი ზამთრის საღამოების მყუდროდ, თბილად და საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ამანდა საიფრიდის სადა მინიმალიზმით შთაგონებული მყუდრო სახლი ნიუ-იორკში

სასტუმრო „ტელეგრაფის“ რეკონსტრუქციას პროექტის ავტორი ლინდონ ნერი გაეცნო