in

სახლი, რომელიც სოციალურ სივრცეს მოგვაგონებს – CoDA arquitetos-ის ნამუშევარი

შემოდგომის ფერები, მარტივი, სადა ინტერიერი და, რაც მთავარია, ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი მოდერნიზმი – საუბარი, რა თქმა უნდა, ბრაზილიურ სახლს ეხება. ესაა არც თუ ისე დიდი – 79 კვ.მ ფართის მქონე, ძალიან ნათელი სივრცე, რომელიც მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი.

Banner M2
Banner M2

შეიძლება ითქვას, რომ ამ სახლის მთავარ დეკორს ფერად-ფერადი წიგნები და ნარინჯისფერი ავეჯი ქმნის. სახლი საზოგადოებრივ სივრცეს უფრო ჰგავს მისივე მოწყობის წყალობით. ამ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს სახლის ნეიტრალური კედლები და ბეტონის ჭერი.

სახლს უხვად აქვს ფანჯრები, რაც ისედაც ნათელ ინტერიერს კიდევ უფრო მეტ სინათლეს სძენს. როგორც ბრაზილიური მოდერნიზმისთვისაა დამახასიათებელი, იატაკი ხისაა, რაც იდეალურად ერწყმის ინტერიერში გაბატონებულ ფერებს.

სამზარეულო ბარის სტილშია გაკეთებული და აბსოლუტურად გამოყოფილია მისაღები სივრცისგან. სხვა ავეჯის მსგავსად, აქ გამოყენებული კარადებიც ნარინჯისფერშია გადაწყვეტილი.

წყვილს, რომელიც აქ დასახლდა, ჰყავს პატარა შვილი, რომლის საძინებელიც მიუყვება მთლიანი სივრცის ხაზს – ესაა სინათლით სავსე, მინიმალისტურად მოწყობილი პატარა ოთახი.

მთავარ საძინებელში კი დომინანტი როლი ხის ჟალუზს უჭირავს, რადგან აქ სწორედ ეს დეტალია ფერის და ხასიათის შემომტანი.

არქიტექტურული სტუდია: CoDA arquitetos

ფოტოგრაფი: Júlia Tótoli

რატომ არის თბილი იატაკი საუკეთესო ვარიანტი – “ნამაი ვაკე” გირჩევთ

დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემია ონში ფილიალს გახსნის