in

Calm House – არქიტექტურული სივრცე დასვენებისა და განტვირთვისთვის

Alliance Group
Alliance Group

პროექტი Calm House ბრაზილიაში მდებარეობს. ობიექტი ჩაფიქრებულია, როგორც საზაფხულო სივრცე მაცხოვრებლებისთვის, რომელიც, შესაძლოა, მომავალში მათი მუდმივი საცხოვრებელი გახდეს.

დახვეწილი ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერში მრავლად გამოყენებული სიმწვანე დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით შესრულდა, რომელსაც პროექტის ავტორმა, Mateus Monteiro-მ, წარმატებით გაართვა თავი. არქიტექტურული კონცეფცია სრულად ერგება მაცხოვრებლების საჭიროებებსა და სურვილებს. ინტერიერში გამოყენებული — ხის მასალა, სტეატიტი (საპნის ქვა), კერამიკული ლარნაკები, სივრცის ძირითად ესთეტიკას განსაზღვრას და მობინადრეების საყვარელი ქალაქის, Ouro Preto-ს, ასოციაციას ქმნის.

სახლის ფასადი სტეატიტის ქვით, მისაღები ოთახის ჭერი და იატაკი კი ბეტონით არის დამუშავებული, რომელიც  დიზაინის დომინანტური ელემენტია. კედლებზე ხის პანელებია განთავსებული, რაც სითბოსა და კომფორტის შეგრძნებას იწვევს.

მაცხოვრებლების სურვილით, სამზარეულოს ირგვლივ ულამაზესი ბაღია მოწყობილი. თავად სამზარეულოში მკვეთრი ფერები და დახვეწილი სტილი დომინირებს. სივრცის ინტიმურობას ე.წ ფრანგული კარი განაპირობებს, შემოსასვლელ ზონაში გამწვანების შემოტანით კი ერთგვარი ზღვარი იშლება ექსტერიერსა და ინტერიერს შორის.

სახლი ისეა დაპროექტებული, რომ სივრცის ყველა ნაწილი ბაღთან და ექსტერიერთან იყოს დაკავშირებული, რასაც ჭერამდე დამონტაჟებული კარ-ფანჯარა უწყობს ხელს და გაშლილი სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის. ბეტონის კონსტრუქციას ჰარმონიულად ერწყმის  ხის მასალა, სადა დახვეწილი დიზაინის ავეჯი და განათება, რომელიც დიზაინის დეტალებს გამოკვეთს.

სააბაზანო ზონაში აქცენტის სახით კვლავ გვხვდება სტეატიტი, რომელიც სივრცეს ჰარმონიულ და მიმზიდველ იერს სძენს.

გარე სივრცეში არსებული აუზი, რომელიც ნაგებობის არქიტექტურასთან ბუნებრივ კავშირს ქმნის, მთლიანად საპნის ქვითაა დამუშავებული. რაც გარკვეულწილად, ექსტერიერისა და ინტერიერის ერთიანობას უსვამს ხაზს. აუზი სხვადასხვა სახის მცენარითაა გარშემორტყმული. კიბე, რომელსაც გარე მოსასვენებელ/ბარბექიუს კუთხესთან მივყავართ, კერამიკული ნაკეთობებითაა მორთული. აღნიშნულ ზონაში ვხვდებით ჩაშენებულ ბუხარსა და განტვირთვისთვის კომფორტულ დასაჯდომებს.

არქიტექტურული ნაგებობა და მინიმალისტურად შესრულებული ინტერიერი ჰარმონიულ დასასვენებელ ადგილს ქმნის, რომელშიც მშვიდი, მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო იგრძნობა.

არქიტექტორული ფირმა: Mateus Monteiro

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”

ავტორი: მეკო მეტრეველი

სამზარეულოს ტექნიკის შერჩევისას დაშვებული 15 შეცდომა

6 აუცილებელი სათავსოს ტიპი ერგონომიული სამზარეულოს მოსაწყობად