in

როგორ შეგვიძლია დავზოგოთ გათბობის ხარჯები თერმოსტატის გამოყენებით?

თერმოსტატი ცენტრალური გათბობის ქვაბის ნაწილია, რომელიც მის მართვაში, ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებასა და ბიუჯეტის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ის ოთახში არა მხოლოდ კომფორტულ ტემპერატურას ქმნის, არამედ ახანგრძლივებს ქვაბის მუშაობის ვადასაც.

ეს ხელსაწყო გათბობის ქვაბს ხელს უწყობს კონკრეტული დავალებით მუშაობაში. თუ გსურთ, რომ ოთახში მუდმივად ერთი და იგივე ტემპერატურა გქონდეთ, სასურველი გრადუსი თერმოსტატზე უნდა მიუთითოთ, ხოლო ამ რიცხვამდე მიღწევის შემდეგ თერმოსტატი გათბობის ქვაბს ავტომატურად გათიშავს.

მისი კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის თავსებადია ნებისმიერი სახის გათბობის ქვაბთან. თერმოსტატების სრული უმრავლესობა უნივერსალურია და მისი შეძენის შემდეგ გათბობის ქვაბის შეცვლის საჭიროება არ დგება.

თერმოსტატების სხვადასხვა სახეობა არსებობს – ზოგიერთი მათგანი მარტივი მუშაობის პრინციპით ხასიათდება და მხოლოდ ქვაბის ჩართვა-გამორთვაზე აგებს პასუხს, ხოლო ზოგს მთელი კვირის დღიური და საათობრივი ტემპერატურის დარეგულირება შეუძლია. ასევე ვხვდებით ისეთ თერმოსტატებსაც, რომლის მართვაც ტელეფონიდან შეგიძლიათ.

მისი მონტაჟის სპეციფიკა საკმაოდ მარტივია და საშუალებას გაძლევთ, რომ ენერგორესურსი 20-25%-მდე დაზოგოთ. თერმოსტატის ღირებულება დაახლოებით 200-300 ლარიდან იწყება და მის დამონტაჟებას მაღაზიის წარმომადგენლები დამატებითი ხარჯების გარეშე გთავაზობენ.

გათბობის სისტემის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სახლში რამდენიმე თერმოსტატის დაყენება სჯობს, რადგან ტემპერატურა ყველა ოთახში თანაბრად დარეგულირდეს და თავიდან ავირიდოთ ისეთი მოვლენა, როგორიცაა ერთი ოთახის გათბობის ხარჯზე, მეორე ოთახის გაცივება.

იმის გარდა, რომ თერმოსტატის გამოყენება საკმაოდ მარტივი და კომფორტულია, მისი მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის საგრძნობლად ამცირებს ხარჯებს. ეს ხელსაწყო ხელს უშლის ბუნებრივი აირის გაფლანგვას, რის შედეგადაც სახლის გათბობას მაქსიმალურად ნაკლები ხარჯებით შეძლებთ.

თერმოსტატის შეძენა საქართველოში მრავალ ადგილასაა შესაძლებელი. საკმარისია მხოლოდ ისეთი მაღაზიის შერჩევა, სადაც გათბობისთვის საჭირო ტექნიკა და ნაწილები მოიძებნება. ერთ-ერთი ასეთი ადგილია კომპანია “მაქსთერმი”სადაც გათბობის, ვენტილაციისა და წყალ-კანალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის გარდა, აბაზანის მოწყობილობის შერჩევაც არის შესაძლებელი.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

რა მთავარი განმასხვავებელი ნიშნები არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური ტყავის ავეჯს შორის?

Cesca Chair – მარსელ ბროიერის მიერ შექმნილი საკულტო სკამი