in

რა უპირატესობებით გამოირჩევა „Miele“-ს პროფესიონალური ხაზის ტექნიკა?

საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიონალური ხაზის დანადგარები, რომლებსაც უფრო მეტი დატვირთვა აქვს და შესრულების მაღალ ხარისხს მოითხოვს. პროფესიონალური ტექნიკა განსაკუთრებით საჭიროებს გამძლეობასა და სიმტკიცეს, შესაბამისად,  ეფექტური გამოყენებისა და მედეგობის თვალსაზრისით, უპირატესობა პრემიუმ-კლასის პროდუქციას ენიჭება.

ამ კუთხით საერთაშორისო ბაზარზე გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდი, „Miele“ გამოირჩევა, რომელიც მრავალი წელია, საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად, სპეციალურ ხაზს —  პროფესიონალურ ტექნიკას აწარმოებს. სუბარია საუთოო და სამრეცხაო ტექნიკაზე (საშრობი, ტანსაცმლისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანები), რომელსაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის — რესტორნები, სასტუმროები, სამრეცხაო კომპანიები, სასწავლო დაწესებულებები თუ სპეციალური სამსახურები.

კომპანია „Zigie“, რომელიც ქართულ ბაზარზე ცნობილი ბრენდების, „Miele“-სა და „Liebherr“-ის ოფიციალური იმპორტიორია, ქართველ მომხმარებლებსა და კომერციულ ობიექტებს პროფესიონალური ტექნიკის ხაზს სთავაზობს, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა:

ხარისხი და გამძლეობა  — „Miele“-ს პროფესიონალური ტექნიკა სპეციალურად შექმნილია მაღალი დატვირთვისა და აქტიური გამოყენებისთვის. შესაბამისად, აღჭურვილია პრემიუმ-კლასის მასალებით, რაც პროდუქტის მედეგობას, ხანგრძლივ მოხმარებასა და შესრულების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. საუთოო ტექნიკას, საშრობს, ტექსტილისა თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანებს სწორი ექსპლუატაციისა და მოვლის პირობებში 20-30 წლიანი მოხმარების რესურსი აქვს. ამიტომ სახანძრო-სამაშველო სამსახურები, სასტუმროები თუ რესტორნები „Miele“-ს პროფესიონალურ ტექნიკას აქტიურად იყენებენ.

ენერგოეფექტურობა და ეკოლოგიური სისუფთავე — „Miele“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციის ენერგოეფექტურობას. პრემიუმ-კლასის ტექნიკა, რომელიც გერმანიაშია აწყობილი, მაქსიმალურად მცირე რაოდენობის ელექტროენერგიასა და წყალს მოიხმარს, რაც საბოლოოდ, კომუნალურ ხარჯებზე დადებითად აისახება. სწრაფი და კომფორტული მომსახურება კი ზოგავს ადამიანურ რესურსსა და დროს. გერმანული ბრენდი ლიდერ პოზიციას იკავებს ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისითაც. ეკო-მეგობრული ტექნიკა ზრუნავს თქვენი და გარემოს სისუფთავესა და სიჯანსაღეზე. ბრენდს მინიჭებული აქვს „InFluenc_H“-ის სერტიფიკატი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „Miele“-ს სარეცხი ტექნიკა  99,9%-ი აქრობს  ბაქტერიებს და პროდუქტს იცავს დაბინძურებისგან.

პროდუქციის მრავალფეროვნება ­—  პრემიუმ-კლასის ტექნიკა მრავალფეროვანი პროდუქციითაც გამოირჩევა. კომპანია „Zigie“ მომხმარებელს 7კგ.-დან – 32 კგ.-მდე სარეცხ და 7კგ.-დან – 44 კგ.-მდე საშრობ მანქანებს სთავაზობს, რაც დიდი უპირატესობაა სხვადასხვა დანიშნულების მქონე ობიექტებისთვის. ასევე, გერმანული ბრენდი აწარმოებს საუთოო მაგიდებს, ნახევრად პროფესიონალური ხაზის მბრუნავი ზედაპირის მქონე უთოებს და სრულად პროფესიონალურ მოდელებს, რომელთაც 2 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში შეუძლიათ ორთქლით მუშაობა. ამას გარდა, ისინი ნაკლებ წმენდას მოითხოვენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მბრუნავი ზედაპირის მქონე უთოს სიგანე 83 სმ.-დან – 175 სმ.-მდე მერყეობს და პერანგებთან ერთად, ფარდებსა და თეთრეულსაც აუთოებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ Miele-ს დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მქონე პროფესიონალური ხაზის ტექნიკა დიდ კონკურენციას უწევს სხვა ბრენდულ ნაწარმს და ინტერიერში განსაკუთრებულ აქცენტებს ქმნის.

შესრულების მაღალი ხარისხი და ინოვაციური ფუნქციები — „Miele“-ს პროფესიონალური ხაზის ტექნიკა აღჭურვილია თანამედროვე ფუნქციებითა და პროგრამებით, რათა სრულად დააკმაყოფილოს სპეც სამსახურების, კომერციული და ბიზნეს ობიექტების მოთხოვნილებები. პროფესიონალური რეცხვის რეჟიმების ფართო არჩევანის მეშვეობით, შესაძლებელია სპეციალური ფორმებისა და აღჭურვილობის უსაფრთხოდ წმენდა. სარეცხი მანქანების დაპატენტებული დოლურას წყალობით კი ქსოვილი არ ზიანდება გრძელვადიან მოხმარებაშიც კი. ამიტომ, „Miele“-ს სარეცხ მანქანებს აქტიურად იყენებენ სასტუმრო ქსელები. რაც შეეხება ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, ამ მხრივ შესაბამისი დანიშნულების მქონე უჯრის არჩევის შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, თუ გსურთ ტექნიკის შეძენა ღვინის ბარისთვის, შეგიძლიათ ღვინის ჭიქების ჩასადებად განკუთვნილი უჯრებით დაკომპლექტებული მოდელი შეარჩიოთ.

კომფორტული გამოყენება  —  მაქსიმალური კომფორტის მისაღებად, „Miele“-ს პროფესიონალური ხაზის ტექნიკა დისტანციურადაც იმართება. ამასთანავე, მომავალში, ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება კონკრეტული მოწყობილობიდან ავტომატური შეტყობინების გაგზავნა დამხმარე სერვის ჯგუფთან, რაც სწრაფად აღმოფხვრის ნებისმიერ სირთულეს და დროისა და ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს.

საგარანტიო მომსახურება  — კომპანია „Zigie“-ი ქართველ მომხმარებელს პროფესიონალური ხაზის პრემიუმ-კლასის ტექნიკაზე 1 წლიან საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს, რაც მოიცავს:  სასურველ ობიექტზე  წინასწარ მისვლასა და სივრცის დაგეგმარებას; ტექნიკის ადგილზე მიტანასა და მონტაჟს; ტექნიკის შემოწმების მიზნით, ერთი წლის მანძილზე ორჯერად ვიზიტს. ასევე, პროდუქტის დამატებითი შემოწმებისთვის, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, კომპანია  გეგმურ სერვისულ მომსახურებასაც უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ „Miele“-ს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური პრემიუმ-კლასის ტექნიკის შეძენა „Miele Georgia“-ს შოურუმში,  თბილისში, ი. ჭავჭავაძის N49 დ-ში შეგიძლიათ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიის ძირითადი ტენდენციები და ეფექტურობის ზრდის მეთოდები – რას გვთავაზობს “BIM” ტექნოლოგია

რა არის ფანკოილი და როგორია მისი გამოყენების სპეციფიკა