in

Miele-ს ყავის აპარატი — 5 მთავარი უპირატესობა მის ასარჩევად

ადამიანთა უმეტესობისთვის სახლსა თუ სამსახურში ყავა ყოველდღიურობის განუყოფელი ელემენტია,  შესაბამისად, თანამედროვე ყავის აპარატს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება, რადგან ის საგრძნობლად ზოგავს ჩვენს დროს, გვიმარტივებს ცხოვრებას და რაც მთავარია, გამორჩეულ, მრავალფეროვან გემოს გვთავაზობს, რაც დღის ენერგიულად დაწყებაში გვეხმარება.

მსოფლიო ბაზარზე ყავის აპარატების განსხვავებული და საინტერესო მოდელები გვხვდება, თუმცა უპირატესობა საყოველთაოდ აღიარებულ პრემიუმ-კლასის ნაწარმს ენიჭება, რაც ხარისხის, მდგრადობისა და უნიკალური დიზაინის გარანტია. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულ პროდუქციას ქმნის გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდი „Miele“, რომელიც ყავის აპარატების ხაზითაც, ტექნიკის სექტორში მოწინავე ადგილს იკავებს და არაერთი მახასიათებლით მსოფლიოს წამყვან კომპანიებს დიდ კონკურენციას უწევს.

მაინც რატომ Miele-ს ყავის აპარატი? ამისთვის 5 მთავარი მიზეზი არსებობს:

მედეგობა და შესრულების უმაღლესი ხარისხი — „Miele“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დეტალებსა და შესრულების ხარისხზე, რის გამოც ის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მდგრად და მტკიცე ტექნიკას აწარმოებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანული პრემიუმ-კლასის აპარატი დიდი ხნის განმავლობაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ და თქვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.

არჩევანის მრავალფეროვნება — „Miele“ ყავის აპარატების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს, მათ შორის ცალკე მდგომ და ჩასაშენებელ მოდელებს, რომლებიც ნებისმიერი ტიპის სივრცეს იდეალურად მოერგება და მასში სახასიათო შტრიხებს შეიტანს.

დახვეწილი დიზაინი —  განსაკუთრებული დიზაინის გამო, „Miele“-ს ტექნიკა ინტერიერში დეკორის ფუნქციასაც ასრულებს და სივრცეში დახვეწილი აქცენტები შეაქვს. ტექნიკის წამყვანი ბრენდისთვის დიზაინი და ფორმების სრულყოფა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ „Miele“-ს პროდუქცია ყოველთვის გამოირჩევა მომხიბვლელი დიზაინით.

ფუნქციათა ინოვაციურობა და მრავალფეროვნება ­— „Miele“-ს აპარატს თვითწმენდის ფუნქცია გააჩნია – მილები ავტომატურად იწმინდება, რაც მუდმივ სისუფთავეს უზრუნველყოფს და დროით დანაკარგს ამცირებს. ამასთანავე, აპარატი ერთდროულად ორ პორცია ყავას ასხამს, რაც საკმაოდ კომფორტულს ხდის მის გამოყენებას. WiFi-ით დაკავშირების, ყავის ჩამოსხმისა და ავტომატური ჭიქის სენსორის ფუნქციები სრულად ერგება თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციებს და საგრძნობლად ზოგავს ადამიანის ენერგიას. ასევე, აპარატს აქვს ინდივიდუალური პროფილების შექმნის უნარიც — ის მომხმარებლის მიერ შერჩეულ  არომატს პროგრამულად იმახსოვრებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  „Coffee select“ პროგრამის დახმარებით  შესაძლებელია რამდენიმე განსხვავებული არომატის შერევა, სპეციალური „კაპუჩინატორის“ მეშვეობით კი – რძის ამოყვანა, რაც ყავას განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

არომატისა და გემოს დიდი ასორტიმენტი — აპარატი მუშაობს მარცვალზეც და დაფქულ ყავაზეც. თითოეულ ყავის აპარატს აქვს „AromaticSystem  feature“ პროგრამა, რაც მარცვლების დაფქვის უნიკალურ ტექნოლოგიას გულისხმობს და მომხმარებელს ყოველ გამოყენებაზე ახლად დაფქულ არომატულ ყავას სთავაზობს. „Miele“-ს ტექნიკის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს 21-მდე სხვადასხვა ყავისა და ჩაის სახეობის (ესპრესო, ამერიკანო, ლონგი, შავი ლონგი, კაპუჩინო, ლატე მაკიატო, ესპრესო მაკიატო, ლატე, ცხელი რძე, ჩაი ლატე, Café au lait, flat white) ჩამოსხმა შეუძლია. ამასთანავე, „Miele“ საკუთარ ყავასაც აწარმოებს – 4 სახეობის ყავა 100%-იანი არაბიკას მარცვლებისგან შედგება, რომლებიც ეთიოპიაშია ხელით დაკრეფილი და გერმანიაში, Miele-ს ბარისტას მიერაა მოხალული. „Miele“-ს ყავა კოფეინისგან ბიოლოგიურად სუფთა მეთოდით იწმინდება, ის ეკო-მეგობრული პროდუქტია და  DE-ÖKO-001 სერტიფიკატიც აქვს მინიჭებული, რაც მის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ 22, 23 და 24 სექტემბერს, თბილისის ყავის ფესტივალზე, რომელიც მთაწმინდაზე, „Underwheel Club“-ში გაიმართება, „Miele“-ც მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე მისულ  ყავის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა არომატის ყავა პრემიუმ-კლასის აპარატიდან. „Miele“-ს პროდუქციის შეძენას კი „Miele Georgia“-ს შოურუმში, თბილისში, ი. ჭავჭავაძის N49 დ-შია შესაძლებელი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

დეკორატიული ლესვა — რატომ არის ეს ტექნიკა პოპულარული და როგორია მისი შესრულების სპეციფიკა?

თბილისში მურალების ფესტივალი დაიწყო