in

9 ადგილი თბილისში, სადაც ცალკე მდგომ აბაზანას შეიძენთ

თანამედროვე ინტერიერში ხშირად გვხვდება ცალკე მდგომი აბაზანა, რომელიც სააბაზანო კუთხეს უფრო დახვეწილსა და ელეგანტურს ხდის. ამგვარი მოდელის მთავარი უპირატესობა მისი ორიგინალური და მიმზიდველი დიზაინია. ამავდროულად, ის განტვირთვისა და დასვენებისთვის იდეალურ ზონას ქმნის და განმარტოებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა. იმის გამო, რომ ასეთი აბაზანა საკმაოდ ტრენდულია, გადავწყვიტეთ, დღეს სტატიაში ის სივრცეები გაგაცნოთ, სადაც ცალკე მდგომ აბაზანას შეიძენთ.

1. ViitrA Georgia 

ხარისხიანი და მდგრადი აბაზანების შეძენას „VitrA Georgia“-ს შოურუმში შეძლებთ. პროდუქცია 100%-იანი აკრილისგან მზადდება, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს წყლის ტემპერატურას და ხშირი მოხმარებისას ფერი არ ეცვლება. ამიტომ, სასურველი მოდელი ხანგრძლივად უზრუნველყოფს თქვენი სააბაზანო კუთხის მომხიბვლელობას.

2. იდეალი 

განსხვავებული ცალკე მდგომი აბაზანების შეძენა შეგიძლიათ „იდეალის“ მაღაზიაშიც. სასურველ მოდელს მარტივად შეუხამებთ თქვენს ინტერიერს და აბაზანაში საინტერესო აქცენტებს შექმნით. ამავდროულად,  დასვენებისა და განტვირთვისთვის სახლში გამორჩეულ კუთხეს მოაწყობთ.

3. ჯაოკენი

ელეგანტური, მდიდრული მოდელები დაგხვდებათ „ჯაოკენის“ შოურუმში. განსხვავებული ფერისა და დიზაინის აბაზანები ინტერიერს საოცარ ბზინვარებას შემატებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შეგიქმნით, რაც ყოველდღიურად სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

4. მაქსთერმი

თუ სააბაზანო ოთახის განახლება გსურთ,  „მაქსთერმი“ მრავალფეროვან პროდუქციას გთავაზობთ. შოურუმში სტანდარტულ აბაზანებთან ერთად, ცალკე მდგომი მოდელებიც დაგხვდებათ, რომლებიც თქვენს სივრცეს უფრო კომფორტულს, ჰიგიენურ პროცედურებს კი ბევრად სასიამოვნოს გახდის.

5. Merlons 

თანამედროვე, მინიმალისტური ინტერიერის შესაქმნელად  ცალკე მდგომ აბაზანას ხშირად იყენებენ. სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით, ამგვარი აბაზანა ბევრად ეფექტურია და სივრცეში მდიდრულ იერსახეს ქმნის. საინტერესო დიზაინის შერჩევას შეძლებთ „Merlons“-ის შოურუმშიც.

6. მოდუსი

აბაზანა ინტიმური სივრცის შექმნაში გვეხმარება, რათა დატვირთული დღის შემდეგ თავი მშვიდად და კომფორტულად  ვიგრძნოთ. ცალკე მდგომი აბაზანები, რომლებიც დიზაინითაც გამოირჩევა, იდეალური საშუალებაა მყუდრო გარემოს მოსაწყობად. სასურველი პროდუქტის მოძიება კი „მოდუსის“ მაღაზიაშიც  შესაძლებელია.

7. გალერეა დემასი

ცალკე მდგომი აბაზანა საკმაოდ პრაქტიკული და მოსახერხებელია. მისი გასუფთავება და მოვლა მარტივია, რადგან ადვილად მისადგომია და სააბაზანოს გარდა, საძინებელ ოთახშიც თავსდება. თქვენთვის საინტერესო მოდელების ნახვა  კიდევ ერთ სივრცეში, „გალერეა დემასში“ შეგიძლიათ.

8. კაფელის სახლი

კაფელის სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს, შოურუმში სააბაზანო აქსესუარების ფართო არჩევანია. შესაბამისად, სასურველი დიზაინის ცალკე მდგომ აბაზანებს განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანი მარტივად  შეარჩევს.

9. გალერეა კავოლი

მომხიბვლელი სტილისა და დიზაინის მოდელებია წარმოდგენილი „გალერეა კავოლშიც“, სადაც მომხმარებელი სასურველ პროდუქტს ნებისმიერ ინტერიერს იდეალურად მოახდენს და  ელეგანტურ შტრიხებს შეიტანს სივრცეში.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სკანდინავიური უბრალოება და სილამაზე: სახლი სტოკჰოლმში

Highlands By Alliance: ალიანს ჯგუფმა გოდერძიზე, ალპური-ტიპის ახალი კომპლექსი წარადგინა