in

როგორ დავზოგოთ სივრცე პატარა სააბაზანოში?

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც სააბაზანო პატარაა, ხოლო თქვენი გეგმები — დიდი? როგორ უნდა დაზოგოთ ადგილი, ვიზუალურად გააფართოოთ სივრცე და მოათავსოთ მასში ყველაფერი, რაც გჭირდებათ? დღეს სწორედ ამ საკითხების შესახებ ვისაუბრებთ.

საშხაპე ზონა

თუ თქვენი სააბაზანო პატარაა, შეგიძლიათ სრულფასოვან აბაზანაზე უარი თქვათ და ამის ნაცვლად კომპაქტური საშხაპე სივრცე მოაწყოთ. ეს შედარებით ბიუჯეტური და მარტივი გამოსავალია.

მყარი კედლის ნაცვლად, ნახევარი ტიხარი არ შეზღუდავს მოძრაობას ვიწრო საშხაპე განყოფილებაში, ვიზუალურად არ შეამცირებს სივრცეს, შეასრულებს ზონირების ინსტრუმენტის ფუნქციას და შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამატებითი ადგილი ნივთების შესანახად. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ტიხრის ზემოთ მინა მოათავსოთ.

თაროები

სააბაზანოში თაროების დამატება საშუალებას მოგცემთ, გამოათავისუფლოთ სივრცე ნიჟარის ქვეშ არსებულ კარადაში, რომელიც, როგორც წესი, პატარა სააბაზანოებში შენახვის ერთადერთ სისტემას წარმოადგენს.

სად შეიძლება თაროების დაკიდება? ყველგან, სადაც მათთვის ადგილი მოინახება.

მინისგან დამზადებული ან კედლების ფერთან შეხამებული ლაკონიური თაროები თავისთავად მარტივად გამოიყურება და მათი გადატვირთვისგან თავის ასარიდებლად ნივთები დეკორატიულ კალათებში ან ორგანიზატორებში მოათავსეთ.

ღრმა აბაზანა

თუ ნამდვილად გსურთ აბაზანის დამონტაჟება, ფოკუსირდით არასტანდარტული ფორმის მქონე კომპაქტურ მოდელებზე გაზრდილი სიღრმით.

ბაზარზე შეგიძლიათ ყველაზე არასტანდარტული ფორმის კომპაქტური აბაზანები იპოვოთ, მათ შორის გამარტივებული მოდელები, რომლებიც მოსახერხებელია მცირე სივრცეებისთვის და კუთხეში დასამონტაჟებელი ვარიანტები სივრცის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

შეკიდული უნიტაზი

ნებისმიერი მცირე ზომის აბაზანისთვის აუცილებელი ნივთია შეკიდული უნიტაზი, რომელიც, სტანდარტული სამონტაჟო სადგამის ნაცვლად, ფოლადის ჩარჩოს ეყრდნობა. თავად ჩარჩო, ავზთან ერთად, კედელშია ჩაშენებული. სილამაზესთან ერთად, ეს ვარიანტი ვიზუალურად ზრდის სივრცეს და მნიშვნელოვნად ამარტივებს დასუფთავების პროცესს.

არასტანდარტული ნიჟარა

არსებობს შეკიდული ნიჟარაც და შეგიძლიათ ეს ვარიანტი გამოიყენოთ, თუ მზად ხართ, მის ქვემოთ კარადის არსებობაზე უარი თქვათ.

თუ ვიზუალური მხარე თქვენი მთავარი საზრუნავია, შექმენით დიზაინერული ხრიკი შეკიდულ ნიჟარასთან და იატაკიდან ჭერამდე აღმართულ სარკესთან ერთად. ასეთი სარკე ფაქტობრივად დაშლის კედელს და სივრცეში პერსპექტივის განცდას შექმნის.

მეტი, ვიდრე სარკე

თუ აპირებთ, ნიჟარის ზემოთ როგორც კარადა, ასევე სარკე ჩამოკიდოთ, შეარჩიეთ კომპაქტური მოდელი, რომელშიც სარკე კარადის ფასადის როლსაც ასრულებს.

სარეცხი მანქანა სხვა ოთახში გადაიტანეთ

თუ აბაზანა ძალიან პატარაა, როგორც წესი, სარეცხ მანქანას ნიჟარის ქვეშ ათავსებენ. ეს რეალური ვარიანტია, მაგრამ არა — მოსახერხებელი და ესთეტიკურად სასიამოვნო.

ხშირად უფრო რაციონალური არჩევანი სარეცხი მანქანის სხვა ოთახში გადატანაა. მაგალითად, შეგიძლიათ ის სამზარეულოში ან საკუჭნაოში მოათავსოთ.

აბაზანაში ძვირფასი კვადრატული სანტიმეტრების დაზოგვისას არასტანდარტული გადაწყვეტილებები ნუ შეგაშინებთ, მაგრამ ერგონომიკაც არ დაივიწყოთ.

სექციური რადიატორი — 3 აუცილებლად გასათვალისწინებელი დეტალი

ბინა სკანდინავიური და იაპონური ნოტებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე – დავით ხიდურელის ინტერიერი