in

სკანდინავიური უბრალოება და სილამაზე: სახლი სტოკჰოლმში

Banner M2
Banner M2

ლამაზი შენობა, საკუთარი შესასვლელი, მშვიდი სამეზობლო და სტოკჰოლმი – ამ შვედურ სახლს სიმშვიდეში ცხოვრებისათვის იდეალური მდებარეობა აქვს. ბუნებასთან სიახლოვე სახლის ინტერიერშიც იგრძნობა და ფანჯრიდან დანახული სიმწვანე იქ მცხოვრებ ადამიანებს კომფორტის სასიამოვნო შეგრძნებას უჩენს.

სახლს სადა, მოყავისფრო ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი აქვს. პატარა სამზარეულოში შეხვდებით როგორც მაგიდასა და ჭურჭლეულობას, ასევე დახვეწილ ბუხარს, რომელსაც მისთვის წინასწარ გამზადებული შეშის ნაჭრები უმშვენებს გვერდს.

აქვეა მყუდრო და დახვეწილი მისაღებიც, ჟურნალების მაგიდითა და მასზე განთავსებული დეკორატიული ნივთებით, რომლებიც სახლს კიდევ უფრო დახვეწილ და ვინტაჟურ ეფექტს სძენენ. ოთახში შეხვდებით წიგნების თაროს, სხვადასხვა მწვანე მცენარეებსა და კედლის ნახატებს, რაც სახლის მფლობელის გემოვნებიან სტილზე მიუთითებს.

სხვა ოთახების მსგავსად, სახლის საძინებელიც მარტივ და სადა ფერებშია გადაწყვეტილი. კედელთან განთავსებულ საწოლს თან ერთვის კომფორტული კარადების კომპლექტი, რაც სახლში დამატებითი სივრცის გასათავისუფლებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

რაც შეეხება სააბაზანოს, სახლის ეს ნაწილი თანამედროვე აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებითაა გაფორმებული, თუმცა, როგორც სხვა ყველა ოთახში, აქაც შეხვდებით ყავისფერი, ნაცრისფერი და თეთრი ფერების სიჭარბეს.

აღსანიშნავია, რომ სახლი ყურადღებას არა მხოლოდ მისი ინტერიერით, არამედ მის წინ გაშენებული პატარა ბაღითაც იქცევს, სადაც პატარა მაგიდა და სკამებია განლაგებული და იდეალური ადგილია განმარტოებისა და დასვენებისთვის.

ყვითელი ფერის 5 საინტერესო კომბინაცია ინტერიერში

9 ადგილი თბილისში, სადაც ცალკე მდგომ აბაზანას შეიძენთ