in

რა უნდა გავითვალისწინოთ მიკროტალღური ღუმელის შეძენამდე?

წლების წინ მიკროტალღურ ღუმელებს შეეძლოთ საკვების მომზადება, თუმცა ცუდად უმკლავდებოდნენ ამ ფუნქციას არათანაბარი გამოსხივების გამო. მომზადებას დიდი დრო სჭირდებოდა და კერძები ისეთი გემრიელი არ გამოდიოდა, როგორც, მაგალითად, გაზქურაზე. დღეს ბაზარზე ღუმელების მრავალფეროვნებაა და ისინი ერთმანეთისგან უამრავი ფაქტორით განსხვავდებიან.

მიკროტალღური ღუმელის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თუ რის მიხედვით გსურთ მისი შეძენა, იქნება ეს ბიუჯეტი, სიმძლავრე თუ სხვა რაიმე კონკრეტული პარამეტრი. თუ მხოლოდ კერძის გაცხელება გსურთ, შესაფერისი ტექნიკის ყიდვას მარტივად შეძლებთ, თუმცა სხვა შემთხვევაში, ყურადღება ყველა პარამეტრსა და ფუნქციას უნდა მიაქციოთ.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ყველა იმ მახასიათებლის შესახებ, რომელიც არჩევანის გაკეთების პროცესში დაგეხმარებათ.

სიმძლავრე და მოცულობა

სიმძლავრე არის ძირითადი მაჩვენებელი მიკროტალღური ღუმელის არჩევისას, რომელიც განსაზღვრავს როგორც საკვების გაცხელების სისწრაფეს, ასევე მომზადების შესაძლებლობებსაც.

800 ვტ-მდე მიკროტალღურ ღუმელს შეუძლია გაუმკლავდეს ისეთი კერძების გაცხელებას, რომლებიც განკუთვნილია საშუალო ტემპერატურისთვის. მაგალითად, ვახშმისთვის კერძის გაცხელებას, როგორც წესი, რამდენიმე წუთი მაინც სჭირდება, რისთვისაც 800ვტ საკმარისი არ არის. ამ ტიპის მიკროტალღური ღუმელი გამოსადეგია ოფისებში ან მარტივი საუზმის მოსამზადებლად.

თუ გსურთ, რომ მიკროტალღურმა ღუმელმა უფრო სწრაფად გაათბოს საკვები აირჩიეთ მოდელები 800-დან 1000 ვტ-მდე სიმძლავრით, რომლებიც კერძს 1-2 წუთში გააცხელებენ.

1000-დან 1500 ვტ-მდე უფრო ძლიერ მოდელებს ვხვდებით, რომლებშიც ნებისმიერი სახის საკვების მომზადება და გაცხელება არის შესაძლებელი.

ფუნქციები

ტაიმერი – თუ მიკროტალღურ ღუმელში კერძების მომზადება გსურთ, სჯობს არჩევანი ისეთ მოდელზე გააკეთოთ, რომლის ტაიმერის დაყენება შესაძლებელია 60 წუთზე ან უფრო მეტზე.

ხმის გამორთვის ფუნქცია – მიკროტალღურების ნაწილს აქვს დამატებითი პარამეტრი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ტექნიკამ ხმაურის გარეშე იმუშაოს.

ერთიანი გათბობის სისტემა – ასეთი სისტემის მქონე მოწყობილობებს აქვთ მიკროტალღური გამოსხივების 2-3 წყარო. წყაროები ასხივებენ მიკროტალღების სხივებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ამცირებს გათბობისთვის საჭირო დროს და საკვებს თანაბარ ტემპერატურაზე ამზადებს.

თვითწმენდა – მაღალი ტემპერატურის ან ორთქლის გამოყენებით ღუმელს შეუძლია დაწვას და დაშალოს ცხიმებისა და საკვების ნარჩენები და ავტომატურ რეჟიმში გაიწმინდოს.

სამზარეულოს რეჟიმები

მიკროტალღური ღუმელები ერთმანეთისგან რეჟიმების მიხედვითაც განსხვავდებიან.

გრილი – გამოდგება არა მხოლოდ სამზარეულოსთვის, არამედ, მაგალითად, ცხელი საჭმლისთვის – ხრაშუნა ტოსტის, გამომცხვარი ბოსტნეულის და ა.შ. მოსამზადებლად. გრილის ორი ტიპი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი სპირალის დახმარებით 650 გრადუსამდე თბება და 2-3 წუთი სჭირდება, ხოლო მეორეს აქვს ბრტყელი ნათურა, რომელშიც გადის ქრომისა და ნიკელის მავთულები და ერთ წუთში დაახლოებით 800 გრადუსამდე თბება.

ავტომატური სამზარეულოს პროგრამები – შესანიშნავი ფუნქციაა მათთვის, ვისაც მიკროტალღურში კერძების არა მხოლოდ გაცხელება, არამედ მომზადებაც სურს. ამ დროს ღუმელი თავად ირჩევს დროსა და ტემპერატურას, ხოლო ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია რეცეპტების ჩამოტვირთვის ფუნქციითაც კი.

ავტომატური გალღობის რეჟიმიიმის გამო, რომ სხვადასხვა საკვების გალღობა სხვადასხვა სიჩქარით ხდება, მწარმოებლები ქმნიან გალღობის სპეციალურ პროგრამებს კონკრეტული კერძებისთვის. როდესაც ღუმელს ავტომატური გალღობის ფუნქცია აქვს, მასში მხოლოდ შესაბამისი კერძის მოთავსებაა საჭირო და სხვა ყველაფერს პროგრამა თავად უზრუნველყოფს.

ტემპერატურის შენარჩუნების რეჟიმიმიკროტალღურ ღუმელს შეუძლია გააცხელოს კერძი 60-80 გრადუსამდე მინიმალური სიმძლავრით, ამ დროს ტემპერატურა არ იზრდება, ხოლო კერძი არც ზედმეტად ცხელდება და არც ცივდება.

სუნის მოცილების რეჟიმი – საშუალებას გაძლევთ რომ მიკროტალღური ღუმელიდან მომზადებული კერძის არომატები გაფანტოთ.

მონტაჟის მეთოდები

მონტაჟის მხრივ არსებობს განლაგების ორი ძირითადი ვარიანტი. როდესაც მიკროტალღური ცალკე დგას, აქვს სპეციალური ფეხები და ჰორიზონტალურ ზედაპირს მარტივად ერგება. არსებობს ჩაშენებული მოდელებიც, რომლებიც ზომით შედარებით დიდია და სპეციალურად მომზადებულ ადგილას მონტაჟდება. ჩაშენებული მოდელების ღირებულება შედარებით დიდია.

მართვის პანელი

მიკროტალღურ ღუმელს შეიძლება ჰქონდეს სენსორული ან მბრუნავი მართვის პანელი. სენსორული პანელის გაწმენდა შედარებით მარტივია და ის ნესტიანი და მშრალი ქსოვილით იწმინდება. ამ ორს შორის განსხვავება ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ სენსორული მართვის პანელი შეიძლება აირიოს ან დაზიანდეს, რის ხარჯზეც მბრუნავი მართვის პანელი შედარებით უფრო  სანდო და საიმედო არჩევანად ითვლება. გაითვალისწინეთ, რომ მბრუნავი მოდელი არ არის ისეთი ზუსტი და ინფორმატიული, როგორიც სენსორული.

მასალა

მიკროტალღური ღუმელები, რომლებსაც შიდა კერამიკული საფარი აქვთ, ყველაზე მარტივად გასაწმენდ მოდელებად ითვლებიან. მეორე ადგილზეა უჟანგავი ფოლადი, რომელსაც მოჰყვება მინანქრის საფარი. მინანქარი რთულად მოსავლელ მასალად ითვლება და ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღება სჭირდება.

მინანქარი არის საფარის მარტივი და ყველაზე ეკონომიური ტიპი. ის ადვილად იწმინდება, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი ზემოქმედების გამო კარგავს გარეგნობას, ადვილად იკაწრება და ჟანგდება.

უჟანგავი ფოლადი უფრო გამძლე და მდგრადია გარე ფაქტორების მიმართ, თუმცა საკმაოდ რთულია მისი ცხიმის ლაქებისგან გაწმენდა.

კერამიკა არის ადვილად მოსავლელი მასალა, გამოირჩევა შესანიშნავი თბოგამტარობით, მაგრამ წინა ორ მასალასთან შედარებით, ის ყველაზე ძვირია.

ღირებულება

იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე მიკროტალღური ღუმელების ფართო არჩევანს ვხვდებით, მათი ფასებიც მასალის, სიმძლავრის და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით განსხვავდება. საშუალოდ, ყველაზე ბიუჯეტური მოდელის ღირებულება დაახლოებით 200 ლარიდან იწყება და ფასი შეიძლება 3000 ლარზე მეტსაც კი აღწევდეს.

ამგვარად, მიკროტალღური ღუმელის შეძენამდე შეგიძლიათ უამრავი ფაქტორისა და ფუნქციის მიხედვით იხელმძღვანელოთ. ტექნიკის არჩევამდე კარგად განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები და არ დაგავიწყდეთ რომ დეტალურად გაეცნოთ ინსტრუქციებსა და სამზარეულოს რეჟიმებს.

Volvo Retail Experience – ვოლვო ქარ საქართველოს სკანდინავიური მინიმალიზმით შექმნილი, კონცეპტუალური შოურუმი

როგორ შევარჩიოთ ონკანი — რჩევები და რეკომენდაციები