in

ფერმის სტილის ნიჟარა სამზარეულოში – იდეები შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

ნიჟარა სამზარეულოს ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც სახლის ეს ნაწილი წარმოუდგენელიც კია. ნიჟარის დიზაინს შეუძლია სამზარეულოს ინტერიერის სრულიად შეცვლა ან გადაკეთება, თუმცა ამისთვის მისი კრიტერიუმების სწორად განსაზღვრა და შერჩევაა საჭირო.

ბაზარზე სამზარეულოს ნიჟარების მრავალფეროვნებაა, თუმცა მათ შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს „ფერმის სტილის სამზარეულოს ნიჟარის“ სახელით ცნობილი მოდელი, რომელიც მისი განსხვავებული და კომფორტული დიზაინითაა ცნობილი.

ფერმის ნიჟარა პირველად ამერიკაში გამოჩნდა, რადგან დიასახლისებს სურდათ დიდი ზომის, ტევადი ნიჟარა, რომელიც მაქსიმალურად ნაკლებ სივრცეს დაიკავებდა.

ამ სახის ნიჟარები, ფუნქციური თვალსაზრისით, საკმაოდ მოსახერხებელია. თუ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ნიჟარის წინა კიდე უფრო მეტადაა გამოწეული სამზარეულოს ზედაპირიდან, რაც საშუალებას გაძლევთ, რეცხვის პროცესში იდაყვები სწორედ ზედაპირზე მოათავსოთ. სწორედ ესაა ფერმის სტილის ნიჟარის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელიც მომხმარებლების კომფორტს მაქსიმალურადაა მორგებული.

ნიჟარის ამ მოდელს სხვადასხვა მასალებისგან ამზადებენ და ის შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი ქვის, ასევე სპილენძისა და ბრინჯაოს, უჟანგავი ფოლადის ან კერამიკის.

VELI.store-ზე ექსკლუზიური იტალიური ბრენდის, Ariete-ს პროდუქცია დაბრუნდა

რა პროცესებთან არის დაკავშირებული რკინის კარის ხმის იზოლაცია და რა საჭიროა ის?